უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

29 სექტემბერი, 2017 17:30
font-size

მეორე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 25.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 3.4 პროცენტით გაიზარდა - სებ-ი

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის მეორე კვარტლის საქართველოს საგადასახდელო ბალანსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სებ-ში განმარტავენ, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

,,2017 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 276.2 მლნ აშშ დოლარი (668.1 მლნ ლარი, მეორე კვარტალის მშპ-ს 7.4 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2017 წლის მეორე კვარტალში წლიურად 12.7 პროცენტით შემცირდა და 858.3 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი) შეადგინა. მეორე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 25.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 3.4 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2017 წლის მეორე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 20.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 4.5 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 27.8 პროცენტით გაიზარდა და 658.7 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 4.0 პროცენტით გაიზარდა და 2017 წლის მეორე კვარტალში 347.2 მლნ აშშ დოლარი (839.9 მლნ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, სამთავრობო სექტორის ტრანსფერები შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეორე კვარტალში 289.3 მლნ აშშ დოლარი (699.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 7.7 პროცენტია. მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306#sagareoseqtori

საკვანძო სიტყვები:

„ისრაელის სახლმა“ ისრაელელ არქიტექტორებსა და ინჟინრებს უმასპინძლა

18 სექტემბერი, 2018 , 13:00

„ისრაელის სახლსა“ და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატას დღეს ისრაელელი არქიტექტორები და ინჟინრები სტუმრობდნენ. ისრაელელ სპეციალისტთა 30-კაციანი ჯგუფი საქართველოში მეორე დღეა იმყოფება და ქვეყანას ეცნობა. &bdqu

საქართველოში „ვინდჰამის“ პრემიუმ ბრენდი „ვინდჰამ გრანდი“ შემოვიდა

17 სექტემბერი, 2018 , 17:45

თბილისში, ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „რიქსოსის“ უნიკალური არქიტექტურის სასტუმროს მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა. ობიექტში განხორციელდა 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია. შენობა მდებარეობს მუზეუმების ქუ

გიორგი ქობულიამ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორთან საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმა განიხილა

17 სექტემბერი, 2018 , 17:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის სამდივნოს დირექტორი იანეშ კოპაჩი ხელმძღვანელობს.  შეხ

ფულადი გზავნილები აგვისტოში

17 სექტემბერი, 2018 , 17:30

2018 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.6 მლნ აშშ დოლარი, (343.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.4 პროცენტით (13.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. უ

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას - მიეცეს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის შესაძლებლობა - `ომეგა ჯგუფი` განცხადებას ავრცელებს

16 სექტემბერი, 2018 , 09:00

,,ომეგა ჯგუფი“ კომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მოგეხსენებათ, რომ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემები განზრახ არის შექმნილი ხელისუფლების მიერ. ეს გამოწვეული

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას - მიეცეს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის შესაძლებლობა - `ომეგა ჯგუფი` განცხადებას ავრცელებს

15 სექტემბერი, 2018 , 11:05

,,ომეგა ჯგუფი“ კომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მოგეხსენებათ, რომ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემები განზრახ არის შექმნილი ხელისუფლების მიერ. ეს გამოწვეული

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`