უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ოქტომბერი, 2016 18:45
font-size

მეორე ტურის წინ სავარაუდოდ მომხდარ დარღვევებზე ეფექტური რეაგირებაა საჭირო - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მომხდარ სავარაუდო დარღვევებზე განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციას კონკრეტული ფაქტები მოჰყავს, რომელიც ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებას და შესაძლო ძალადობის და მუქარის შემთხვევებს მოიცავს.

,,მთლიანობაში წინასაარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა ბოლო დღეებში გახშირდა შემთხვევები, რომლებიც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებზე შესაძლო ზეწოლას უკავშირდება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში და მაგალითად მოჰყავთ 25 ოქტომბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც ორგანიზაციის ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხაშურში, ვალერი გელაშვილი ხაშურის გამგეობის თანამშრომლებს ხვდება და მათგან მხარდაჭერას მოითხოვს. განცხადებაში ასევე მოყვანილია 26 ოქტომბრის შემთხვევა, როცა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს სხდომაზე მოსახლეობას „ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება შესაძლო ძალადობის და მუქარის ფაქტებს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციაზე დაყრდნობით მოჰყავს პარტიის შტაბის წევრ ნიკოლოზ ხიზაძეზე თავდასხმა, რომელსაც არსებული ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მანქანით გზა გადაუღობეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერა წაართვეს.

,,განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ინციდენტში გუბერნატორის და სხვა საჯარო მოხელეების შესაძლო მონაწილეობა“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში და აცხადებენ, რომ ამ და სხვა შემთხვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადეკვატური რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით 50 ოლქში გაიმართება.

მარი ნამგალაძე

საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0651 ლარი გახდა

15 ივლისი, 2020 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0651 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0633 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გასულ წელთან შედარებით 17.8%-ით გაიზარდა

15 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.8%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსულ

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 110 ნომრიანი სასტუმრო “აისი“ გაიხსნება

15 ივლისი, 2020 , 15:21

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და „აისი“-ს პარტნიორობის შედეგად თბილისის ძველ უბანში, ავლაბარში 110 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნ

ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი - სალომე ზურაბიშვილი

15 ივლისი, 2020 , 15:13

მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, არაქართული, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქ

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების საფასური საათში 1 ლარი იქნება

15 ივლისი, 2020 , 13:34

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ვიზიტორებს ერთი საათის განმავლობაში 1 ლარი დაუჯდებათ. როგორც ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის

თვითდასაქმებულების დიდ ნაწილს დღემდე არ მიუღია დაპირებული დახმარება - გიგლა მიქაუტაძე

15 ივლისი, 2020 , 12:43

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობის დაპირების მიუხედავად, თვითდასაქმებულების უმრავლესობას დღემდე არ მიუღია ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება და მათ არც ის იციან, მიიღებენ თუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე