უკან
უახლესი ამბები
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
მსოფლიო
21 სექტემბერი, 2017 12:15
მექსიკაში ეკლესიის ნგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვია
მექსიკის პუებლას შტატში ეკლესიას გუმბათი დაეცა, რამაც შენობის ნგრევა გამოიწვია.
ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვია.
სამი ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, კიდევ სამი ნანგრევებშია მოყოლილი, მათი ამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ინციდენტის დროს მხოლოდ მღვდელი გადარჩა.
გაზეთის Sol de Puebla-ის ინფორმაციით ნგრევის მომენტში ეკლესიაში ჩვილი ბავშვის ნათლობა იმართებოდა, ნგრევას ამ ბავშვის სიცოცხლეც ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციითვე, Santiago Apóstol-ის ეკლესიის ნგრევა ბოლო დროს მექსიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრებს უკავშირდება.
მონიკა დავლიანიძე