უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 აპრილი, 2017 11:40
font-size

მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

დაცვის მხარის განცხადებით, ღოღობერიძის და ჩხვირკიას დაპატიმრება მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მოხდა.

სხდომაზე წარმოადგინეს ირაკლი ჩხვირკიასადმი “ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობის დოკუმენტი, სადაც პარტია განმარტავს, რომ ჩხვირკიას გარიცხვა დისციპლინური გადაცდომის გამო მოხდა და არა იმიტომ, რომ ის დამნაშავეა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა. ბრალდებულების წინასარ პატიმრობასი დატოვება ორივე დაკავებულის ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს. ისინი გამოძიებასაც და სასამართლოსაც არააობიექტურს უწოდებენ.

თავის მხრივ, სასამართლო პროცესზე პროკურატურამ საქმის რამდენიმე დეტალი გაასაჯაროვა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბათუმის მარტის მოვლენები ღოღობერიძის მხრიდან აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის მიმართ, წარსულში უსიამოვნების გამო, ანგარიშსწორების ნიადაგზე დაიწყო.

საქმეზე სასამართლო განხილვა 20 ივნისს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

ცნობისათვის: ბათუმის მოვლენების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში 18 პირი ამჟამად იმყოფება.

ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით 23 აპრილს დააკავეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 11-12 მარტის ღამეს ბათუმში სულ 75 პირი დააკავეს, უმრავლესობას ჯარიმა შეეფარდა. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამსახურიდან 1 პოლიციელიც გაათავისუფლეს.

ნინო ექვთიმიშვილი

კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ დააჯარიმა

12 დეკემბერი, 2019 , 17:45

კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც „“ კომუნიკაციების კომ

წალკაში ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტი გახსნილია

12 დეკემბერი, 2019 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წალკაში ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე, ორი პირი: 1979 წელს დაბადებული,

პოლიციამ მარჯანიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

12 დეკემბერი, 2019 , 11:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა

12 დეკემბერი, 2019 , 11:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით თ

პარლამენტთან აქციაზე 12 პირი დააკავეს

12 დეკემბერი, 2019 , 10:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე დღეს 12 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით არიან დაკავებული. &bdqu

გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ

11 დეკემბერი, 2019 , 23:18

თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდეტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს. შინაგა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`