უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
პოლიტიკა
მერაბიშვილი ახალაიას ახალ თანამდებობაზე რთულ საქმიანობას უწინასწარმეტყველებს 04.07.2012 14:15

საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ბაჩანა ახალაიას ძალიან ძნელ მუშაობას უწინასწარმეტყველებს. მან ეს განცხადება პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.

„ბაჩოსთვის იქნება ძალიან ძნელი მუშაობა, შენარჩუნებაც კი ამ დონის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბაჩო განავითარებს და დაამტკიცებს, რომ პოლიციაში გატარებული რეფორმა მტკიცეა. მინისტრის ცვლილება არაფერს შეცვლის და ქართველი ხალხი დარწმუნდება, რომ მას ჰყავს პოლიციის ინსტიტუტი, რომელმაც განიცადა არნახული განვითარება და თითოეული ქართველისთვის, პატრიოტისათვის საამაყოა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული პოლიცია ქართული რეფორმების, საქართველოს სტაბილურობისა და განვითარების ერთ–ერთი დასაყრდენი კვლავაც იქნება. კიდევ ერთხელ გეტყვით: ვამაყობ, რომ ვიყავი მთავრობის წევრი და შინაგან საქმეთა მინისტრი“, – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის თქმით, მის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო წლები ის წლები იყო, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. მან მადლობა გადაუხადა ყველა პოლიციელს, რომელმაც „არნახული საქმე“ გააკეთა.