უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 ოქტომბერი, 2020 11:25
font-size

სომხეთის არმია აღდამის რეგიონს ბომბავს - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმია აღდამის რეგიონს ბომბავს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამჟამად თავდასხმა აღდერე-აღდამის და ფიზული-ჯებრაილის მიმართულებაზე ხორციელდება.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, სამი ერთეული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, ასევე ერთი ერთეული „ტე-72“ ტიპის ტანკი და რამდენიმე სამხედრო ავტომანქანა დაკარგა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს ჰუმანიტარული ზავის დარღვევაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიკმეთ ჰაჯიევი აცხადებს, რომ სომხეთის მიერ დაბომბილ განჯაში და მინგეჩაურში დიპლომატებთან და სამხედრო ატაშეებთან ერთად მიემგზავრება.

შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო - ჯო ბაიდენი

22 თებერვალი, 2024 , 12:29

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "გიჟი, ნაბიჭვარი" უწოდა. როგორც  The Hill იტყობინება , შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.  

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი