Mercedes-ი პოლიტიკურ პარტიებს 320 000 ევროს გადაურიცხავს

Daimler-ის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ და ოფიციალურად გამოაცხადეს ის თანხა, რომლითაც კომპანია Daimler AG 2016 წელს გერმანულ პოლიტიკურ პარტიებს დააფინანსებს.

შარშან პარტია CDU (გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ანგელა მერკელის პარტია) დაიმლერისგან 100 000 ევროს მიიღო.

ამდენივე გადაირიცხება პარტია SPD-ს (გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია) ანგარიშზეც.
ხოლო პარტიებიდან ალიანსი 90/მწვანეები, CSU (ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი) და FDP (გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია), თითოეული მათგანი 40 000 ევროს მიიღებს.

20 წელიწადზე მეტია, რაც დაიმლერი გერმანიის პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს. კომპანის შეფის, დიტერ ცეტშეს თქმით, პარტიებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზანი საპარლამენტო დემოკრატიის მხარდაჭერაა.

მონიკა დავლიანიძე