უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ნოემბერი, 2016 12:00
font-size

მერიამ სტაჟირების პროგრამა ,,დაიწყე კარიერა` განახორციელა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" (მეორე ეტაპი) დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა.

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად პროგრამის მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა, _ აცნობეს მედიანიუსს მერიიდან.
„სტუდენტებმა გაიარეს სტაჟირება მერიის სხვადასხვა უწყებებში და განსაკუთრებით წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ აქტიურად ვუდგავართ მათ გვერდით და ძალიან ბევრი სტუდენტური, ახალგაზრდული, სპორტული პროექტი და პროგრამა გვაქვს, რათა მათი ხმა ქალაქში ყოველთვის ისმოდეს სათანადოდ. ეს ყველაფერი მათ სამომავლო, პროფესიული, კარიერული ზრდისთვის დაეხმარება რასაკვირველია, რათა ცხოვრებაში უფრო უკეთ გაიკვალონ გზა,“- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

დღესვე თბილისის მერმა სტუდენტებს პროექტის მესამე ეტაპის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რეგისტრაცია მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.tbilisi.gov.ge) 2 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.

სტაჟირების პროგრამის მეორე ეტაპი (2016 წლის 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე) წარმატებით 43-მა სტუდენტმა დაასრულა. მათ პრაქტიკული კურსი მერიის სტრუქტურაში შემავალ 9 ორგანიზაციაში გაიარეს.

პროექტი 2015 წლის დეკემბრიდან ხორციელდება და მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა სამთვიან სტაჟირებას გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შანსს სპეციალობის შესაბამისად აიმაღლონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

პროგრამა მოთხოვნადი და წარმატებული აღმოჩნდა. განხორციელების პირველ და მეორე ეტაპზე სტაჟირება ჯამში 200-მდე სტუდენტმა გაიარა და აქედან 6 დასაქმდა.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი