უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 სექტემბერი, 2017 15:35
font-size

მერიას „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტისთვის არანაირი რესურსი არ აქვს - კახა კალაძე

მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროცესი არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ მან „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კალაძის განმარტებით, ამ პროექტის განხორციელებას მხოლოდ მერია ვერ შეძლებს.

„ქალაქის სხვადასხვა რაიონში 500-ზე მეტი „ხრუშჩოვკაა“ და ისინი უნდა ჩანაცვლდეს არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით. ბევრმა ეს ისე გაიგო, თითქოს მერია აპირებდა ამის გაკეთებას. მერიას საამისოდ არანაირი რესურსი არ აქვს“, - თქვა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროცესში მთავარ როლს მათი მაცხოვრებლები ითამაშებენ. მერიის პროექტი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუკი კონკრეტული კორპუსის მაცხოვრებლები ინვესტორის შემოყვანას დათანხმდებიან.

„ამ საქმეში მთავარია „ხრუშჩოვკებში“ მობინადრე მოსახლეობა, რომლებმაც უნდა შექმნას ამხანაგობები.

თუ ერთი კორპუსის მობინადრენი გაერთიანდებიან და შეთანხმდებიან, რომ შევიდეს ინვესტორი, სწორედ აქ ამოქმედდება მერიის პროექტი. როგორც ვიცი, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე უბანში: ვარკეთილში, საბურთალოზე. მოსახელობა დაინტერესებულია“, - თქვა მერობის კანდიდატმა.

კალაძის მტკიცებით, ამ პროექტით დაინტერესებული არიან დეველოპერებიც.

„სურვილი არის, თუმცა ეს ყველაფერი სამუშაო პროცესში გამოჩნდება. მთავარია, ახალი გენერალური გეგმის ფარგლებში საამისოდ როგორი კოეფიციენტი გვექნება. ჩემი ხედვა ასეთია - ქალაქის ცენტრალურ უბნებში კოეფიციენტი არ უნდა გაიცეს. ახლა მორატორუმია შემოღებული, მაგრამ, ჩემი აზრით, საერთოდ უნდა გავაუქმოთ ცენტრალურ უბნებში კოეფიციენტების გაცემა“, -თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, 30 ივლისს კახა კალაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ე.წ. „ხრუშოვკების“ პრობლემაზე ისაუბრა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის განცხადებით, მას აქვს მომზადებული პროექტი, რომელიც გულისხმობს თბილისის გათავისუფლებას „ამ საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისგან“ და „ხრუშოვკების“ ჩანაცვლებას „თანამედროვე, მყარი, კომფორტული საცხოვრისით“. კალაძემ აღნიშნა, რომ „ხრუშოვკის“ მაცხოვრებლები ჩანაცვლების პროცესში უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინით ან შესაბამისი კომპენსაციით (ისინი თვითონ აარჩევენ).

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

ანა მებურიშვილი

თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და მომხრე ვარ ერთსქესიანთა ქორწინების - სალომე ზურაბიშვილი

25 სექტემბერი, 2018 , 15:00

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები მის წინააღმდეგ დიდი ხანია სხვადასხვა მეთოდებით მოქმედებენ. როგორც მან ურეკში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სწორედ მედიის მხრიდან პროპაგანდის მიზ

არ შეიძლება მთავრობასთან კორუფციულ გარიგებაში შესვლა , რადგან ასე არ იმართება ქვეყანა - ნატო ჩხეიძე

25 სექტემბერი, 2018 , 15:00

ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებელი, პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებები არ დაინტერესებულან ქვეყანაში კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებებით. ,,შესაძლებელია ი

კორუფციის სისტემური პრობლემა დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს - არასამთავრობო ორგანიზაციები

25 სექტემბერი, 2018 , 14:00

არასამთავრობო ორგანიზაციები ,,ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლის შესაძლო ფაქტებსა და საქმესთან დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებს ეხმიანებიან და აუდიტის სამსახურისგან რეაგირებას მოითხოვენ. აღნიშნულის შესახებ საუბარია 9 არასამთავრობო

გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მრჩეველი გახდა

25 სექტემბერი, 2018 , 12:20

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მრჩეველი გახდა. ინფორმაცია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ექსპრემიერმა გამოცემა BMG-ის დაუდასტურა. კვირიკ

იმის მიუხედავად, რომ საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი ქვეყანა ვითარდება - ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი, 2018 , 12:20

იმის მიუხედავად, რომ საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი ქვეყანა ვითარდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მ

განათლების სამინისტრომ გასულ წელს ოთხ მილიონ ლარზე მეტი აითვისა პრემია-დანამატებისთვის

25 სექტემბერი, 2018 , 11:30

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ გასულ წელს ოთხ მილიონ ლარზე მეტი აითვისა პრემია-დანამატებისთვის. როგორც უწყების დასკვნაშია აღნიშნული, ამის შესაძლებლობა სამინისტროს გაწეულმა ეკონომიამ მისცა. "ეკონომ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`