უკან

საზოგადოება

16 მარტი, 2018 11:55
font-size

მერიაზე უკმაყოფილო „სითი პარკმა“ მთელი აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანა - ,,ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“

კომპანია „სითი პარკი“ იმყოფება სამართლებრივ დავაში მერიასთან, თუმცა მერიაზე უკმაყოფილოებმა, მთელი აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანეს, - ნათქვამია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადა, კომპანიის თანამშრომლები გადავიდნენ აგრესიულ მენეჯმენტზე.

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ მიმართავს თბილისის მერიას, მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე და შესთავაზოს ავტომფლობელებს გამოსავალი.

„მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის (10 აპრილიდან) შესახებ განაცხადა, კომპანიის თანამშრომლები გადავიდნენ აგრესიულ მენეჯმენტზე. აშკარაა "სითი პარკის" მიზანი, რომ ამოიღოს მაქსიმალური ოდენობის საჯარიმო თანხა მძღოლებისგან. იმ ფონზე, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, ხოლო ადგილები არასაკმარისი (15 ავტომობილი-1 საპარკინგე ადგილი) არასამართლიანად მიგვაჩნია მასიური საგანგებო-სადამსჯელო ღონისძიებების გატარება ავტომფლობელების მიმართ, რომელმაც მიიღო ყოვლად მიუღებელი რეიდების სახე. უკვე მერამდენედ, ბოლო წლების განმავლობაში, ილახება მძღოლთა უფლებები მერიასა და "სითი პარკს" შორის არსებული დაპირისპირების გამო. აღსანიშნავია, რომ კომპანია იმყოფება სამართლებრივ დავაში მერიასთან, თუმცა მერიაზე უკმაყოფილოებმა, მთელი აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანეს. ვგმობთ "სითი პარკის" ყოველგვარ ზნეობას მოკლებულ ქმედებებს. სირცხვილია, რომ "ძლიერზე" გაბრაზებული "სითი პარკი", "სუსტის" დაჩაგვრით დაკავდა. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს სადამსჯელო ღონისძიებებს "სითი პარკი" გაასმაგებელი ენერგიით გაატარებს 10 აპრილამდე,

მივმართავთ თბილისის მერიას, მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე და შესთავაზოს ავტომფლობელებს გამოსავალი! მძღოლებს ვთხოვთ მაქსიმალურ ყურადღებას, რომ თავიდან აირიდონ მათგან დამოუკიდებელი მიზეზით წარმოქმნილი გაუგებრობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი