უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


საზოგადოება

17 თებერვალი, 2017 12:45
font-size

მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბინძურ თამაშშია ჩართული - ალექსანდრე ელისაშვილი

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისის მერიის ქონების სააგენტოსა და მის ხელმძღვანელს კარლო ლაფერაძეს, „ბინძურ თამაშში“ მონაწილეობაში ადანაშაულებს.

როგორც ბრიფინგზე ელისაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩის 66 ნომერში არსებულ 2 ათას კვ/მ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც 2015 წლის მარტში რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა.

დეპუტატის თქმით, ქონების მართვის სააგენტოს არაუგვიანეს სამი თვისა დოკუმენტი საბოლოო განხილვისთვის და დასამტკიცებლად საკრებულოში უნდა გადაეგზავნა, თუმცა საკრებულოში იგი დღემდე არ უნახავთ.

„მერიის ე.წ ზონალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და დაახლოებით 2 ათას კმ/მ მიწის ნაკვეთს, ორი წლის წინ, მიანიჭა რეკრეაციული ზონის სტატუსი. ამის შემდეგ, პროცედურულად, ერთ თვეაში, ან მაქსიმუმ სამ თვეში უნდა გადმოგზავნილიყო ზონალური საბჭოს გადაწყვეტილება საკრებულოში საბოლოდ განსახილველად და დასამტკიცებლად. ორი წელი გავიდა, 2015 წლის მარტის შემდეგ, თბილისის მერია, მისი ქონების მართვის სამსასახური, არქიტექტურის სამსახური არ გზავნიან ერთ ფარატინა საბუთს, რომ საკრებულომ განიხილოს და დაამტკიცოს“,-განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

მისი თქმით, აპირებს რომ საქმესთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურას მიმართოს.

„ვინაიდან ხელის გულზეა, რომ კარლო ლაფერაძე არის ძალიან ბინძურ თამაშში ჩართული ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ელისაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

სამარცხვინოა, რომ ოპონენტები წინასაარჩევნოდ თავის გასაპიარებლად დეზინფორმაციას ავრცელებენ - კახა კალაძე

24 სექტემბერი, 2017 , 20:21

„მინდა მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ რამდენიმე დღეა მიზანმიმართულად მიმდინარეობს დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ზაჰესში ახლადგანხორციელებული პროექტით გაკეთებული ხიდი, რომელსაც აქ მცხოვრები მოსახლეობა დიდ

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანი წარადგინეს

24 სექტემბერი, 2017 , 19:43

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, კოალიციური წესით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე, ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი საერთაშორისო მდივანი, ადვოკატი დავით ასათიანი წარადგინეს და საქართ

მივესალმები ყველა ადამიანთან შეხვედრას, რა პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის - კახა კალაძე

24 სექტემბერი, 2017 , 18:13

„ზოგადად, როდესაც, შეხვედრა იგეგმება, ამის შესახებ ამომრჩევლებს ვაწვდით ინფორმაციას. შეკრებებზე მოსულ მოქალაქეებს შორის ზოგი მასწავლებელია, ზოგიც კერძო ან საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანი. პედაგოგებიც ამომრჩევლ

საზოგადოებრივი აქცია „იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“

24 სექტემბერი, 2017 , 17:08

„იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“ - საზოგადოებრივი აქციის ფარგლებში დღეს ცესკოს და სწავლების ცეტნრის თანამშრომელბი რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით  სთავაზობდნენ ამომ

შემტვრეულია კარები, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია ამომრჩეველთა სია - ინფორმაცია ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

24 სექტემბერი, 2017 , 13:20

ქ.ოზურგეთის #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში შემტვრეულია კარები, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლის სია). შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა; ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცე

წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვება - ზურაბ ალავიძე

23 სექტემბერი, 2017 , 17:40

წაღვერში არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვება. ამის შესახებ მედიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხანძრის ჩა