უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 მაისი, 2023 12:40
font-size

საქართველოს ბანკი და GITA ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას ახალი პარტნიორობის ფარგლებში გააგრძელებენ

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, მუდმივად ზრუნავს, რათა ხელი შეუწყოს ციფრული პროდუქტების განვითარებასა და ინოვაციური სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და GITA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ბანკსა და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ შორის პარტნიორობა GITA-ს პროექტის - „თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის“ ფარგლებში გამარჯვებული სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. კერძოდ, ბანკი იმ კონკურსანტებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსის სატრენინგო ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას, ელექტრონული კომერციის, როგორც სერვისის ინტეგრაციაში დაეხმარება და მათთვის შეღავათიან პირობებს აამოქმედებს: მონაწილეებისთვის გავრცელდება 1% საკომისიო ინტეგრაციიდან პირველი 6 თვის განმავლობაში. ინტეგრაციაზე რეგისტრაციას კი სტარტაპები ბანკის ახალი ციფრული პლატფორმით businessmanager.ge შეძლებენ.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, ბანკისგან მიიღონ ინფორმაცია ონლაინ გადახდების, მათთვის საჭირო სხვა საბანკო პროდუქტების, რელევანტური შეთავაზებებისა თუ აქციების შესახებ.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ინოვაციებისა და ტექნოლოგების განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ამ საკითხში გვაქვს კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის კარგი გამოცდილება ჩვენი და GITA-ს თანამშრომლობის სახით. სწორედ ამიტომ, ბანკისა და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ინოვაციური სტარტაპების ტექნოლოგიურ განვითარებას. დღეს ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბიზნესის მართვის გზები რადიკალურად შეცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში პროდუქციის მიწოდება დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს, რადგან ის ელექტრონული კომერციის გზით ხდება. სწორედ ამ მიმართულებით შევძლებთ სააგენტოს მიერ შერჩეული კონკურსანტების მხარდაჭერას. ინიციატივის ფარგლებში ასევე გაიმართება პრეზენტაციები, სადაც სტარტაპები საბანკო პროდუქტების, მათ შორის ონლაინ გადახდების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ და მათთვის შემუშავებული შეთავაზებებით ისარგებლებენ“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა. სააგენტო 2016 წლიდან დღემდე წარმატებით ახორციელებს ადგილობრივ და საერთაშორისო საგრანტო და საგანმანათლებლო პროგრამებს. სააგენტოს მიერ დაფინანსებულ სტარტაპებში დასაქმებულია 2100-ზე მეტი ადამიანი, მათ მიერ მოზიდულმა დამატებითი კერძო ინვესტიციის მოცულობამ 95 000 000 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო სტარტაპების პროდუქტის/სერვისის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 25 000 000 აშშ დოლარს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი