უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ნოემბერი, 2018 10:50
font-size

მესამე ძალა სულიკოა, რომელიც რთული მოსაძებნია - კახა კუკავა

„დიახ, მესამე ძალა სულიკოა, რომელიც რთული მოსაძებნია“, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ამისკენ ბევრი ევროპული ქვეყანა ასწლეულების განმავლობაში მიდიოდა და ამას მრავალპარტიული დემოკრატიის ფორმირება ეწოდება. ის, რაც ჩვენთან არის, ორპარტიული სისტემა, არის რაღაც ტრაიბალიზმი – ორი ტომია და ან ერთი ამოხოცავს მეორეს, ან მეორე – პირველს. მესამე ძალა მათ შორის იმასაც გულისხმობს, რომ შესაძლოა, მეოთხეც იყოს ანუ არაორპარტიული სისტემა. მესამე ძალის დახასიათება ასე უფრო ზუსტი იქნება. ეს მაღალი, 99%-იანი ალბათობით გულისხმობს იმას, რომ ერთ პარტიას 51 პროცენტი ვერ ექნება და ხელისუფლების გადანაწილება მოხდება“, – უპასუხა კუკავამ მაყურებლის შეკითხვას, შეიძინა თუ არა მესამე ძალამ საკრალური მნიშვნელობა და არის თუ არა ის სულიკო, რომელსაც მთელი საქართველო დღემდე ეძებს.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა გამსხვილება მესამე ძალის ჩამოსაყალიბებლად, რადგან დღეს არსებული მცირე პარტიები პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ ახდენენ და იგეგმება თუ არა გარკვეული კოალიციების შექმნა, ან ერთიან პარტიულ ორგანიზაციად ჩამოყალიბება, კახა კუკავამ აღნიშნა, რომ ამ არჩევნების წინ, მას ჰქონდა მცდელობა, ოპოზიციური პარტიები ე.წ. მესამე კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმებულიყვნენ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

„ჩემი იდეაფიქსი არ იყო, რომ ეს კანდიდატი მე ვყოფილიყავი. რამდენიმე ადამიანთან კონსულტაციები მქონდა, ზოგთან საჯარო და ზოგთან – დახურული, რომ ე.წ. მესამე კანდიდატზე შევთანხმებულიყავით. რატომ არ მოხერხდა?! ნუ, ქართველები ვართ და ვერ მოხერხდა. დღეს ქართულ რეალობაში მესამე ძალის შექმნაზე ძალიან დიდი ფსონი იდება, რათა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მესამე ძალის ხარჯზე საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მიიღონ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გარკვეულ ეტაპზე, შესაძლებელია, იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზე გადაიდოს“, – განაცხადა კუკავამ.

როგორც კუკავამ აღნიშნა, მის პარტიაზე ცოტა მეტი ხმები აიღეს დავით უსუფაშვილის, შალვა ნათელაშვილის, თუ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და ოპოზიციურ პარტიებზეა დამოკიდებული, არსებული განსხვავებების, თუ პირადი ამბიციების მიუხედავად, შეძლებენ თუ არა ისინი საზოგადოებისთვის „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივის შეთავაზებას.

„ახლა ჩემი მომხრეები მე თვითონ გამლანძღავენ, რადგან ეს კომფორტი არ მოსწონთ, რაც ჩამოვთვალე, მაგრამ სხვა რაციონალურ გამოსავალს ვერ ვხედავ, საპარლამენტო არჩევნებზე როგორ არ უნდა მივიღოთ იგივე, ოცნება პლუს ნაცმოძრაობა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, 60 პროცენტი ვისი იქნება და 40 პროცენტი – ვისი, რადგან ჯამი, მაინც ერთი და იგივე გამოვა. ამ ვითარებაში, უფულობაში, უტელევიზიობაში და ა.შ. ამის შეცვლა მხოლოდ მესამე ძალის კოალიციური ფორმირებით შეიძლება“, – განაცხადა კუკავამ.

საკვანძო სიტყვები:

ეს იყო ქვეყნის დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

25 თებერვალი, 2020 , 19:06

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ატილა მესტერჰაზი საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ამის შესახებ გამოქვეყნებულია ოფიციალური განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ გვერდზ

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

25 თებერვალი, 2020 , 17:44

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარ

შექმნილი სიტუაციის გამო, ხელისუფლება ცაიტნოტშია და დგას დიდი დილემის წინაშე - გელა კვაჭანტირაძე

25 თებერვალი, 2020 , 16:25

დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „ როგორც ცნობილია, უკვე იწურება ის გონივრული ვადა, რომლის შემდეგ ხელისუფლებას

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

25 თებერვალი, 2020 , 15:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საგარეო

რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! - გიგა ბოკერია

25 თებერვალი, 2020 , 11:35

„რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ ამის შეტყობინების საჯაროდ ან არასაჯაროდ უამრავი გზა არის,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა

დადგა დრო ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ალიანსში გაწევრიანებაზე - გიორგი გახარია

25 თებერვალი, 2020 , 11:15

რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში; სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`