უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

29 დეკემბერი, 2017 13:55
font-size

მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა - საქართველოს ეროვნული ბანკი

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

ინფორმაციას საქართველოს საგადამხდელო ბალანსის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, 2017 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 120.4 მლნ აშშ დოლარი (291.4 მლნ ლარი, მესამე კვარტალის მშპ-ს 2.9 პროცენტი) შეადგინა.

,,მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2017 წლის მესამე კვარტალში წლიურად 1.4 პროცენტით შემცირდა და 984.2 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი) შეადგინა. მესამე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 19.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7.7 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2017 წლის მესამე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 24.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 19.5 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 32.3 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 9.6 პროცენტით გაიზარდა და 2017 წლის მესამე კვარტალში 314.5 მლნ აშშ დოლარი (761.3 მლნ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, სამთავრობო სექტორის ტრანსფერები შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მესამე კვარტალში 525.6 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 12.8 პროცენტია. მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა

19 თებერვალი, 2019 , 14:10

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა. თუ 2017 წელს ხორცის წარმოება 66.2 ათას ტონას შეადგენდა, 2018 წელს 67 ათას ტონამდე გაიზარდა. რძის წარმოება 2017 წელს 528.4 მილიონ ლიტრს შეად

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე - მამუკა ბახტაძე

19 თებერვალი, 2019 , 13:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევრო რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება. ამის შესახებ

საქართველო დინამიურად ვითარდება და რეგიონში ლიდერია - ვაზილ ჰუდაკი

19 თებერვალი, 2019 , 13:05

საქართველო დინამიურად ვითარდება და რეგიონში ლიდერია, – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქ

იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან შემცირდა

19 თებერვალი, 2019 , 12:50

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 59.7 მილიონი დოლარის ექსპორტი, რაც 7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის

დღეიდან, ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში შეუძლია

19 თებერვალი, 2019 , 12:15

დღეიდან, გადასახადის გადამხდელებს საშუალება ეძლევათ დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ. დღგ-ის ავტომატური დაბრუნება ითვალისწინებს დღგ-ის გადასახადისგან წარმოქმნილი ზედმეტობის

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

19 თებერვალი, 2019 , 09:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 თებერვლისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6404 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6413 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0009-