უკან

პოლიტიკა

19 იანვარი, 2021 14:40
font-size

მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე

გვინდა მესამე პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის შექმნა.,მოლაპარაკებები არის როგორც პოლიტიკურ ძალებთან, ასევე საზოგადოების აქტიურ წევრებთან, რომლებიც საჯარო სივრცეში ჩანან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი მიზანია, საქართველოში არსებობდეს მძლავრი პოლიტიკური ცენტრი, რათა ქვეყანაში მეტად კონკურენტული პოლიტიკა იყოს.

,,მოლაპარაკებები არის როგორც პოლიტიკურ ძალებთან, ასევე საზოგადოების აქტიურ წევრებთან, რომლებიც საჯარო სივრცეში ჩანან. შეიძლება აქტიური პოლიტიკით არ არიან დაკავებული ან პარტიის წევრები არ არიან, მაგრამ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საექსპერტო წრეებთან და როდესაც პირველი კონტურები გამოისახება, სავარაუდოდ თებერვალში უფრო მეტ დეტალს გეტყვით. მიზანი არის მძლავრი პოლიტიკური ცენტრის გაჩენა, რომ ქვეყანაში უფრო კონკურენტული პოლიტიკა წარმოებდეს და მეტი კონკურენცია იყოს ძლიერ ძალებს შორის თუნდაც არჩევნებზე.

თანამშრომლობით ყველასთან ვითანამშრომლებთ, უბრალოდ, როდესაც საუბარია მესამე პოლიტიკურ ცენტრზე, გასაგებია, რომ აქ ორი პოლიტიკური ცენტრი არის უკვე შემდგარი, ძლიერი პოლიტიკური პარტიები, როგორიცაა „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა ივანიშვილის წასვლის შემდეგ რამდენად დარჩება ის ძლიერ პოლიტიკურ ძალად, საკითხავია. ჩვენ საპირწონედ გვინდა მესამე პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის შექმნა. ვისთან ვითანამშრომლებთ, ამაზე მოგვიანებით გეტყვით. გაერთიანებაზე აქ საუბარი არ არის აქ არის საუბარი ერთობლივი პოზიციების შემუშავებაზე. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. არ დავაკონკრეტებ რომელ პოლიტიკურ ძალებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თუ მეტი კონკრეტიკა გინდათ, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ არ მოვიაზრებთ ჩვენი მესამე ცენტრის პარტიად“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

4 მარტი, 2021 , 20:16

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი სტრატეგიული

არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია

4 მარტი, 2021 , 19:17

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს: „არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ და ვადამდელი იქნება, დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, რომელიც ჩვენ კისერზე და ტყავზე გადადის. მოლაპარა

პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე

4 მარტი, 2021 , 19:00

ლელოს ერთერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარტიის პოზიცია არ შეცვლილა და პლებისციტს კომპრომისად განიხილავენ. ასე ეხმაურება ის  ფორმულას  გადაცემა  კომენტარში  საქართველოს ყოფილი პრეზიდენ

ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია

4 მარტი, 2021 , 18:25

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და მელიასა და რურუას გათავისუფლებაა, თუმცა კომპრომისის სახით განიხილავენ პლებისციტსაც.

მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე

4 მარტი, 2021 , 17:15

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტისთვის, ისევე როგორც ქართული სიმღერისთვის, მრავალხმია

თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე

4 მარტი, 2021 , 16:55

თუ პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, სერიოზულად დაელაპარაკონ არსებულ ინვესტორებს, დაარწმუნონ ისინი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში და პორტის მშენებლობა რამდენიმე თვეში განახლდება, - ასე ეხმა