უკან

საზოგადოება

22 თებერვალი, 2020 14:30
font-size

მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული საქართველოში დაბრუნდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართულ ქვედანაყოფს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

ქართველი მშვიდობისმყოფელები “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდნენ. სამხედროებს ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება ევალებოდათ.

მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული მეორე ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრებმა ასეულმა შეცვალა.

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

3 აპრილი, 2020 , 22:28

კორონავირუსთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ამერიკის დროშის ფერებში განათდა. „საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 155-მდე გაიზარდა

3 აპრილი, 2020 , 22:19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 155 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი

კორონავირუსის ოთხი ძირითადი ნიშანი, როცა სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს

3 აპრილი, 2020 , 17:25

კორონავირუსით ავადმყოფობისას ოთხი ძირითადი ნიშანია, როდესაც თქვენ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახოთ, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა ექიმმა, ინფექციონისტმა მამ

ხორბლის მარაგებთან და შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და შეფერხება არ იქნება - ლევან დავითაშვილი

3 აპრილი, 2020 , 17:10

„დღეს, მსოფლიოში სავაჭრო ნაკადები სახეშეცვლილია, რაც უკავშირდება, ძირითადად, სავაჭრო შეზღუდვებს და არა იმას, რომ სურსათის მარაგები მცირეა. შეზღუდვები დააწესა ბევრმა ქვეყანამ. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ევრაზიულმა

ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ -მაია ცქიტიშვილი

3 აპრილი, 2020 , 17:10

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა სესხების გადავადებაზე უარი განაცხადეს და თავიანთ მსესხებლებს შეღავათეაბი არ შესთავაზეს. ამასთან დაკავშირებით დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის

საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

3 აპრილი, 2020 , 16:35

3 აპრილს გვიან საღამოდან 4 აპრილის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი