უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ნოემბერი, 2017 11:10
font-size

მესამე სექტორის მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან არჩეულ სახალხო დამცველს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება - მიხეილ ბენიძე

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან არჩეულ სახალხო დამცველს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, რადგან 4 კანდიდატის შესახებ ფართო კონსულტაციები გაიმართა მესამე სექტორში.

„არასამთავრობო ორგანიზაციების შიგნით საკმაოდ ფართო კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციები იყო ბევრ სხვადასხვა ორგანიზაციასა და კოალიციაში როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ჩვენ მიერ შეთავაზებული კანდიდატები შეჯერებულია ყველა ამ ორგანიზაციაში. სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ ამ კანდიდატებიდან არჩეულ სახალხო დამცველს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილება ამ ოთხ კანდიდატს შორის მიიღოს. ოთხივე კანდიდატს საკუთარი საქმიანობით აქვთ დამტკიცებული, რომ არიან მიუკერძოებლები, პრინციპულები და ასევე გამბედავები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი“, - უთხრა ბენიძემ ჟურნალისტებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს ომბუდსმენის თანამდებობაზე შესთავაზებს სემდეგ კანდიდატებს: ანა ნაცვლიშვილს, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძესა და ვახუსტი მენაბდეს.

დღეს სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის საკითხზე უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

მოქმედი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.

ანა მებურიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები ხელისუფლებისგან ეკოლოგიურ საკითხებზე გამკაცრებულ რეგულაციებს ითხოვენ

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SoS მოწამლული ჰაერი“ იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ გამკაცრებული ტექდათვალიერების აღსრულებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, საწვავშ

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ს

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები სხვ

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესი გააცნო დღეს მედიას საარჩევნო ადმინისტრაციამ. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძ

მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბორჯომში. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ,

თემირლანის საფლავთან ამომივიდნენ, აქ უნდოდათ დოლ-გარმონის გამართვა - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

დღეს „პანკისობა 2018“-ის დღესასწაული ჩაიშალა. ამის მიზეზი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის და ადგილობრივების მწვავე პროტეტსტი გახდა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი, აცხადებს, რომ მისი შვილის საფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`