უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2017 18:15
font-size

მესამე ვიცე-პრემიერის თანამდებობა ხარჯებს არ ზრდის - ალექსანდრე ჯეჯელავა

საქართველოს მესამე ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მესამე ვიცე-პრემიერის თანამდებობა, ბიუროკრატიულ ხარჯებს არ გაზრდის.

ამის შესახებ ჯეჯელავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ამასთან, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ გახდა საჭირო მთავრობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების გაძლიერება, ხომ არ ნიშნავს ეს აღიარებას, რომ ამ სფეროში არის პრობლემები, ჯეჯელავა პასუხობს, რომ ის დაკვეთაა რომელიც საზოგადოებიდან მოდიოდა.

„რაიმეს გაძლირება პრობლემების აღიარებას არ ნიშნავს, ნიშნავს მნიშვნელობის აღიარებას. სხვადასხვა დროს ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ხელისუფლება, რომელიც ხანდახან საქმეს საერთოდ არ აკეთებდა, მაგრამ თავის არ გაკეთებული საქმეების წარდგენა შეეძლო ძალიან კარგად. ჩვენს შემთხვევაში საქმე კეთდება უამრავი, ძალიან კარგად კეთდება ბევრი მიმართულებით და ცოტა ნაკლები ყურადღება ექცეოდა მარკეტინგს, ანუ წარდგენას ამ საქმეების საზოგადოებისთვის და უკუკავშირის მიღებას. შესაბამისად, საჭიროება ამ ცვლილების, კოორდინაციის გაძლიერების არის საზოგადოებრივი დაკვეთა, ისევე როგორც ყველაფერი რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს“,-აღნიშნა მესამე ვიცე-პრემიერმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომ მესამე ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაწესება ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ სასაცილოა ასეთი ტიპის განცხადების მოსმენა იმ პარტიის მხრიდან, რომლის წევრების პირადი ფუფუნება შედიოდა მაშნდელ ბიუროკრატიულ ხარჯში.

„ჩვენ სწორედ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეამცირა ადმინისტრაციული ხარჯები. და სწორედ ეს ოპოზიცია, ამაზე წუხილს გამოთქვამდა - როგორ შეამცირეს და არასწორად გააკეთესო. ამიტომ, ამ კონკრეტულ ხალხს უნდა შევეგუოთ, რომ მათი მოსაწონი არაფერი იქნება“,-განაცხადა ჯეჯელავამა.

მისი თქმით, მესამე ვიცე-პრემიერის თანამდებობა „ხარჯებს არ ზრდის, მაგრამ ჩვენი მოქალაქეებისთვის, მთავრობის ანგარიშვალდებულებასა და გამჭირვალეობას გაზრდის“.

დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ალექსანდრე ჯეჯელავა მისი მესამე მოადგილე გახდა.

მონიკა დავლიანიძე

ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ის მტკიცე საძირკველი, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ეფუძნება - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი

26 მაისი, 2019 , 16:08

ვიმედოვნებ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რომელიც ისეთ მტკიცე საძირკველს ემყარება, როგორიცაა ურთიერთგაგება და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტო

ხელისუფლება გაღიზიანებულია იმით, რომ შავგულიძემ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა პირველ ტურში - ალექსანდრე ბარამიძე

25 მაისი, 2019 , 15:10

„ხელისუფლება გაღიზიანებულია იმით, რომ შავგულიძემ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა პირველ ტურში და შიში აქვთ, რომ შესაძლებელია მათმა კანდიდატმა წააგოს ეს არჩევნები,“ - ამის შესახებ ბლოკ „ევროპული საქართვ

დავით გარეჯის ტერიტორიაზე არ უნდა მიმდინარეობდეს არანაირი სამუშაო, სანამ დელიმიტაციის კომისიები არ დაასრულებენ მუშაობას - ლაშა დარსალია

25 მაისი, 2019 , 13:55

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე რთული მონაკვეთია, რომელზეც მიდის მუშაობა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება რომელიმე მონაკვეთთან დაკავშირებით არ არის მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ჯაბა ჯიშკარიანმა ყოფილ თანაგუნდელებს გაფრთხილება მისცა

24 მაისი, 2019 , 17:45

ჯაბა ჯიშკარიანმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა და ყოფილ თანაგუნდელებს გაფრთხილება მისცა. მისი თქმით, ჯიშკარიანის ყოფილი კოლეგები მთაწმინდაზე მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის&rd

სალომე ზურაბიშვილი ვან ის შეხვდა

24 მაისი, 2019 , 15:35

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში არსებული ვითარე

იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე კლანს აქვს საშუალება, დანიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე - ანა დოლიძე

24 მაისი, 2019 , 13:35

იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე კლანს აქვს საშუალება, დანიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძე განაცხადა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამარ