უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მარტი, 2017 18:50
font-size

მესაზღვრე-კონტროლიორები ინდივიდუალურად შეამოწმებენ ევროპაში მიმავალ მოქალაქეებს - გიორგი მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60% შსს-ზე მოდიოდა.

„ეს იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი, ერთ-ერთ წამყვან როლს ამ პროცესში შსს ასრულებდა. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60 % სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდიოდა, მათ შორის საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალური მიგრაციის ორგანიზაბული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, ტრეფიკინგის წინაარმდეგ ბრძოლა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ის ყველა თანამშრომელს, ვისაც საკუთარი წვლილი შეუტანია ამ ვალდებულებების წარმატებით შესრულებაში. მათ განსაკუთრებულად ვულოცავ ამ შედეგს“, - განაცხადა მღებრიშვილმა ბრიფინგზე.

მან ასევე განაცხადა, რომ მესაზღვრე-კონტროლიორები ინდივიდუალურად გაესაუბრებიან და შეამოწმებენ ევროპაში მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს.

„დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას , რომლითაც ჩვენს მესაზღვრე-კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტებში 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც ვრცელდება თავისუფალი სავიზო რეჟიმი. გაუწიონ რეკომენდაცია უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შემოწმებისას და გასაუბრებისას, გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საზღვრის კვეთის საჭირო სტანდარტებს, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ამ პირს არ შეუშვებენ ევროპაში, მესაზღვრე-კონტროლორი ამის შესახებ მას წინასწარ გააფრთხილებს და მოსალოდნელ შედეგს განუმარტავს. ესაა დამატებითი ღონისძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაეთა მაქსიმალური ინფორმირებულობისათვის, რათა არ მოხდეს უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევა ,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, შენგენის ზონის 22 ქვეყანაში, ვროკავშირის 4 არაწევრ და შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში იმოგზაურონ. უვიზო მიმოსვლა არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაზე.

უვიზო მიმოსვლა არ გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენას სამუშაოდ ან საცხოვრებლად.

ანა მებურიშვილი

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით

22 ნოემბერი, 2024 , 15:35

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.   STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პრო

პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა

22 ნოემბერი, 2024 , 15:08

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე ცნობით, ამ

აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“

22 ნოემბერი, 2024 , 13:07

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეოს აღწერის ფარგლებში, თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად, თვითრეგისტრაციის პლატფორმა 23 ნოემბრის ნაცვლად, 28 ნოემბერს დაიხურება. ამის შესახ

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა

22 ნოემბერი, 2024 , 12:49

საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მხარდაჭერას და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასარგებლო რესურსების გაზიარებას. ამ მიზნით, ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კუ

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

21 ნოემბერი, 2024 , 17:39

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთ

`მათეს თავისუფლებისთვის` - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 16:07

"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას. აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემ