უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 დეკემბერი, 2021 13:18
font-size

მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

თბილისის საკრებულოში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე 27 ხმით, ერთის წინააღმდეგ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„დიდი პატივია იყო საკრებულოს წევრი, ატარო ეს მანდატი და იმუშაო ქალაქის კეთილდღეობისთვის. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ, ყველანი ერთობლივად შევძლებთ განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისა და თანამოქალაქეებისთვის სასიკეთო საქმიანობა. ამაში კი დაგვჭირდება ერთიანობა.

მინდა ვთხოვო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომ კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რაც ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იქნება. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გამოხატული ნდობისთვის,“-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოში სხვადასხვა თანამდებობებს 2007 წლიდან იკავებს. მათ შორის, გახლდათ VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე და V მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 2017-2021 წლებში, გიორგი ტყემალაძე იყო სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, მეშვიდე მოწვევის საკრებულოში კი იგი ვაკის რაიონის მოსახლეობის ინტერესებს გაატარებს.

ყველას წინადადებები მოვისმინეთ, ნაწილი გავიზიარეთ, ნაწილი არ გავიზიარეთ - მამუკა მდინარაძე

26 იანვარი, 2022 , 17:32

საქართველოს პარლამენტი მიიღებს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

26 იანვარი, 2022 , 16:51

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა. მირჩა ჯოანასთან შეხვედრის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ღირებული შ

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს

26 იანვარი, 2022 , 11:05

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს. საპარლამენტო დელაგაცია, საქართევლოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით,

ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა უკრაინაში გეგმის განხორციელება დაიწყო, ის ანაკლიის დაკავებასა და სამეგრელოში სამხედრო რეიდებს აპირებს - მიხეილ სააკაშვილი

25 იანვარი, 2022 , 20:43

ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს. მათ შორის ფოთის პორტში, რათა დასა

პარტია „საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

25 იანვარი, 2022 , 19:12

მივესალმებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მყისიერ რეაგირებას, თუმცა ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ შინაგან საქმეთა მინისტრის, პრემიერ- მინისტრის და ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჭრილში, - ამის შესახებ პარტია

ეკა ბესელია პრეზიდენტთან შეხვედრაზე: უფრო ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იყო, სადაც უბრალოდ იდეები გავცვალეთ, მაგრამ უფრო მეტად მას მოვუსმინეთ

24 იანვარი, 2022 , 16:03

პრეზიდენტმა ისაუბრა მის გეგმაზე, ხედვაზე ამ გრძელვადიანი ეროვნული თანხმობის პროცესში, იდეები გავცვალეთ, მაგრამ უფრო მეტად მას მოვუსმინეთ , - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა, ეკა ბესელიამ პრეზიდენტთან შეხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი