უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

19 ოქტომბერი, 2018 14:50
font-size

მესტიაში სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის პრეზენტაციები ჩატარდა

კომპანია სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით მესტიის სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მსოფლიოში წამყვანი ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის (Khan Academy) გასაცნობი პრეზენტაციები ჩატარდა.

„ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც მარტივი ვიდეოგაკვეთილებისა და სახალისო სავარჯიშოების დახმარებით სხვადასხვა საგნის სწავლაა შესაძლებელი, მათ შორის, მათემატიკის, ფიზიკისა და კომპიუტერული პროგრამირების. პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნას Educare Georgia უზრუნველყოფს. ჩვენი გუნდი ვატარებთ ტრენინგებს თუ როგორ გამოიყენონ მოსწავლეებმა და მასაწავლებლებმა ხანის აკადემია სასწავლო პროცესში” - მარიამ გელაშვილი, Educare Georgias-ს წარმომადგენელი.

სვანეთი ჰიდრო მესტიაში მოზარდი თაობისა და განათლების მხარდასაჭერად სხვადასხვა სოციალურ პროექტებს ახორციელებს.

„ჩვენი ორგანიზებით ხანის აკადემიის პლატფორმის პრეზენტაცია მესტიაში პირველად ჩატარდა. ხანის აკადემიის ქართულ ვერსიას უკვე 40, 000 ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ვფიქრობთ, რომ ეს პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები დაეხმარებათ მესტიელ მოსწავლეებს აქტიურად გამოიყენონ თანამედროვე ციფრული პლატფორმა და გაიმარტივონ საგნების სწავლა სახალისო ვიდეობითა და სავარჯიშოებით” - სვანეთი ჰიდროს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო ნატროშვილი.

სვანეთი ჰიდრო დაბა მესტიაში არადაგუბებითი ტიპის ჰესს, მესტიაჭალა ჰესს, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით აშენებს. ჰესის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ დოლარია.

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი