უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

15 იანვარი, 2020 14:30
font-size

მესტიის, გოდერძისა და ყაზბეგის საკურორტო ზონებში ფრენის ნებართვა ავსტრიულ კომპანიას მიენიჭა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანიაზე – Wucher Helicopter Gmbh ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, Wucher Helicopter Gmbh მიმდინარე წლის 15 აპრილამდე გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი სამი ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „ჰელი სქიინგ“ (Heli-skiing) ტურებს მოემსახურება. ფრენები 18 იანვრიდან, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ზონაში ოპერირებით დაიწყება.

ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).
Wucher Helicopter Gmbh-ის გარდა, „ჰელი სქიინგ“ (Heli-skiing) ტურებს გუდაურსა და მესტიაში გერმანული HTM Helicopter Travel Munich GmbH ემსახურება.

ქუთაისში შემავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადა მკაცრად აკონტროლებს

31 მარტი, 2020 , 19:36

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს შვიდ ქალაქში შემავალ გზებს დღეს დილიდან თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აკონ

21:00 საათის შემდეგ რეგიონიდან რეგიონში მიმოსვლაც იკრძალება - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 18:47

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 21:00 საათის შემდეგ რეგიონიდან რეგიონში მიმოსვლაც იკრძალება. მისი თქმით, დასაშვებია დილის 6-დან 21:00 საათამდე პირადი მანქანით ან ტაქსით

თავდაცვის ძალების სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეული საკარანტინო ზონას მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს

30 მარტი, 2020 , 11:50

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონას 24-საათი

სამეგრელოში საპოლიციო ძალები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების მკაცრ კონტროლს ახორციელებენ

30 მარტი, 2020 , 11:50

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებზე 24-საათიან კონტროლს ახორციელებს. როგორც „მედიანიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ზუგდიდისა და ფოთის შესას

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამეგრელო ზემო სვანეთში გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება

29 მარტი, 2020 , 13:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განმარტა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 29 მარტიდან რეგიონში მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდება. კერძოდ: ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რო

სამხედრო ექიმები კარანტინის ზონაში მუშაობენ

28 მარტი, 2020 , 14:10

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ექიმები უკვე მეექვსე დღეა მარნეულისა და ბოლნისის კარანტინის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მი