საზოგადოება
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამჟამად ვითარება, შედარებით სტაბილურია
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამ დორისთვის, შედფარებით სტაბილური ვითარებაა.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უხვმა ნალექმა სასოფლო გზები და ხიდები დააზიანა, ასევე მეწყერი ჩამოწვა.
სულ 5 ხიდია დაზიანებული, ასევე მოსახლეობის კერძო ტერიტორიები.
გარდა ამისა, გადაუღებელმა წვიმამ ელექტროგადამცეი ხაზებიც დააზიანა, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება მალევე მოხერხდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჟორჟოლიანის თქმით, 3 ჰექტრამდეა წაღებული მოსახლეობის მიწის ნაკვეთი.
„მოსახლეობას მიადგა ზარალი. წაიღო მოსახლოების მიმდებარე ტერიტორია. მდინარის პირაც რაც ყანები იყო. დაახლოებით 3 ჰექტრამდეა წაღებული. გარდა ამისა დაზიანებული იყო სახიდე კედელი, რომელიც ამ ეტაპზე აღდგენილია. ამასთან, რამდენიმე სოფელში, ჭოლაში, ლენჯერში მეწყერი ჩამოწვა და დაზიანდა შიდა სასოფლო-სამეურნეო გზები“,-აღნიშნა გამგებელმა.
მონიკა დავლიანიძე