უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 მაისი, 2018 12:51
font-size

მეტრო არ გაჩერდება- მამუკა კობახიძე

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, მამუკა კობახიძის განცხადებით, მეტრო არ გაჩერდება, რადგან კომპანიაში ყველა მიმართულებით არის რეზერვები.

მისივე თქმით, კომპანია მეტროს მემანქანეების მოთხოვნებთან დაკავშირებით მუშაობს, თუმცა ვერ გაითვალისწინებს ანაზღაურების მატების ერთ მიმართულებას, რადგან სხვა თანამშრომლებში სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევს.

„კომპანიაში დასაქმებულია 6300 ადამიანი და მათი შრომითი პირობების გაუმჯობესება კომპანიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ნაბიჯს წარმოადგენს. მუშაობთ პრობლემის მოგვარებაზე. სამი იქნება თუ ოთხი, მეტრო არ გაჩერდება. არის გარკვეული რეზერვები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ადამიანები, ვინც ამ პროფკავშირების წევრები არიან, დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან”,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა2013“-ის წევრი ყველა მემანქანე არ არის და არც ყველას მოთხოვნა არაა გაფიცვა.

მეტროს მემანქანეების ნაწილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მეტროპოლიტენი 3 მაისს 06:00 საათიდან არ იმუშავებს. მათი პროტესტის მიზეზი მერიასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებების მიუღწევლობაა.

ცირა გურგენიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიარეისებს „ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“ შეასრულებენ

6 ივლისი, 2020 , 16:15

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში ავიარეისებს „ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“ შეასრულებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრე

ირაკლი ჩიქოვანი - დღეიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები

6 ივლისი, 2020 , 15:50

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ორი ახალი შემთხვევა Covid-19-ით ინფიცირებისა, ორივე შემთხვევა არის იმპორტირებული შემთხვევა და გადაყვანილები არიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, – ამის შესახებ

სტუ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რუსთაველის ფონდის CARYS-ის საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტების რაოდენობით ლიდერია

6 ივლისი, 2020 , 15:50

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მორიგ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – უნივერსიტეტი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების CARYS საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტების რაოდენობით ლი

დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით საგრანტო პროგრამა დაიწყო

6 ივლისი, 2020 , 15:05

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. სააგენტოს ცნობით, პროგრამის მიზანს იძულებით

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ - გაიხსნება

6 ივლისი, 2020 , 14:25

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. აუზები

ცაცია არის ნიკა ჟვანია, ასკანელი ძმებიდან ერთ-ერთის, გოჩა ჩხაიძის ნათლული - ელისო კილაძე

6 ივლისი, 2020 , 14:05

გუშინ "მთავარ აქცენტებში" შაქარაშვილის საქმეში ცაცია ადამიანის შესახებ საუბრის მომენტში, გაზეთ "ქრონიკა +"ის რედაქტორს ელისო კილაძეს, დაუკავშირდა სანდრო წყარო, რომელმაც განაცხადა, რომ საქმეში ნამდვილად ფიგურირებს ცა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე