უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 იანვარი, 2018 14:30
font-size

მეტრო „ვარკეთილში“ სამუშაოების ჩატარების პროექტი მერიას არ დაუკვეთავს - მამუკა კობახიძე

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის, მამუკა კობახიძის განცხადებით, თბილისის მერიას არ დაუკვეთავს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სამუშაოების ჩატარების პროექტი, არამედ უშუალოდ კომპანიამ. მისივე მტკიცებით, გამოძიება დაადგენს, რა ეტაპზე დაშვებული იყო შეცდომა.

„კომპანიამ დაუკვეთა პროექტი, ჩატარდა ტენდერი, გაიმარჯვა შპს-მ და აწარმოა სარემონტო სამუშაოები. დღეს მიმდინარეობს უკვე გამოძიება და შესაბამისად, შეცდომა დაშვებული იყო საპროექტო დონეზე, თუ სამშენებლო დონეზე, ამას უკვე გამოძიება დაადგენს. გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. მერიას არ დაუკვეთავს ეს პროექტი, დაუკვეთა სატრანსპორტო კომპანიამ არსებული საჭიროებიდან გამომდინარე“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს თბილისის მერიის სხდომის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება კითხვას, უნდა დადგეს თუ არა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელისა და ამჟამად ამავე კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილის, ნუგზარ ჭეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, კობახიძემ უპასუხა, რომ ამის დადგენა საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. დაკიდული ჭერი გუშინ დილით ჩამოიშალა, რის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა

24 მაისი, 2019 , 18:34

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, დღეს, ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები&ldquo

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გლობალიზაციისა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებზე ორდღიან კონფერენციას მასპინძლობ

24 მაისი, 2019 , 18:07

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით, მე-3 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა. კონფერენციის მუშაობაში ტექნი

საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ავტომფლობელია - კვლევა

24 მაისი, 2019 , 17:40

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთილმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი – 46 პროცენტი ფლობს ავტომობილს. ამასთან, საზოგადოებრი

საბავშვო ბაგა-ბაღებს საკვებით კომპანია `მზიური` მოამარაგებს

24 მაისი, 2019 , 17:35

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღებს საკვებით კომპანია "მზიური" მოამარაგებს. "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, მომავალი კვირიდან, საკვები პროდუქტებით კომპანია „მზიური“ მოამარაგებ

საქართველოში მცხოვრები ოჯახები ყველაზე მეტ თანხას სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე ხარჯავენ, ყველაზე ნაკლებს კი განათლებაზე - საქსტატი

24 მაისი, 2019 , 16:45

საქართველოში შინამეორნეობების ხარჯების დიდი ნაწილი – 37,4% სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე მოდის, ყველაზე მცირე – 3,4% კი, განათლებაზე. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ი

მთაწმინდაზე კიდევ ერთი სკვერი მოეწყო

24 მაისი, 2019 , 16:45

მთაწმინდის რაიონში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გამგეობამ ახალი სკვერისთვის ადგილი ოქროყანაში, ა ზონაში, გურამიშვილის ქ. №24-ის მიმდებარედ შეარჩია. თბილისის მერიის ინფორმაციით, 250 კვ.