უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
საზოგადოება
„მეტროპოლმა“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა დაასრულა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის განვითარებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია „მეტროპოლმა“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა დაასრულა.
პროექტის ჯამური ღირებულება 8 მლნ დოლარია.
„მეტროპოლ ბაგები“ ბაგებში, წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვეს, 2,500 კვ.მ ფართობ ტერიტორიაზე, 14 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსია. ის ჯამში 96 ბინას აერთიანებს. აღნიშნული პროექტი სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაიგეგმა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ენერგოეფექტურობა, ჭკვიანი სახლის სისტემა, თანამედროვე სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაქსიმალური მონიტორინგია.
„დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ 2022 წელს დაფუძნდა. ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ვახორციელებთ. „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა უკვე დასრულდა. ამჯერად, თბილისში კიდევ ორი საცხოვრებელი კომპლექსის ,,მეტროპოლ ორთაჭალას”, და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო ბათუმში „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე მიმდინარეობს ახალი პროექტის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა, რომელიც პანორამული ხედებით ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება. აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. ჩვენ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია კი 1 050 000 000 ლარს შეადგენს. დღეის მონაცემებით, “მეტროპოლში” 2000-ამდე დასაქმებულს ვაერთიანებთ. ჩვენი ყველა პროექტი, მათ შორის „მეტროპოლ ბაგები“ სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით იგეგმება და უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მასალებით ხორციელდება. საქართველოს ბანკთან ჩვენი კომპანიის დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ, და ძალიან ვაფასებთ ამ პარტნიორობას, რადგან ფინანსური ინვესტიციის გარდა, მაღალ პროფესიულ გამოცდილებასა და დამოკიდებულებას ვიღებთ“, - განაცხადა მამუკა იმედაშვილმა, ,,მეტროპოლის” გენერალური დირექტორის მოადგილემ.
“საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდამჭერია. კომპანია “მეტროპოლთან” ერთად არაერთი პროექტი განგვიხორციელებია და კვლავ ვაგრძელებთ პარტნიორობას, ამჯერად ჩვენთან თანამშრომლობით, ბაგებში, საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 800 000 დოლარს შეადგენს, რაც სრულად სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას მოხმარდა. ისევე როგორც „მეტროპოლის“ სხვა პროექტებში, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი. პროექტი განხორციელდა უმაღლესი ხარისხის მასალებისგან, რომელიც ერთის მხრივ ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, მეორეს მხრივ კი, მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტროენერგიის დანახარჯებს. კომპანია სამომავლოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავს, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია რომ ძლიერი ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარია“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
14 ნოემბერი, 2025 , 16:00
საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
14 ნოემბერი, 2025 , 15:54
15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
14 ნოემბერი, 2025 , 15:41
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
14 ნოემბერი, 2025 , 15:27
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
14 ნოემბერი, 2025 , 15:03
საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
14 ნოემბერი, 2025 , 13:03

