უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აპრილი, 2017 13:55
font-size

მეტროსადგურ „ახმეტელის“ გარემოვაჭრეები აქციას მართავენ და შაბათს, პარლამენტთან შეკრებას აანონსებენ

თბილისში ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი მათი დახლების აღებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ბაზრობებში დახლებისთვის 50 ლარის გადახდა სჭირდებათ, რისი შესაძლებლობაც არ აქვთ.

გარემოვაჭრეების მთავარი მოთხოვნაა გრძელვადიანი სესხებით უზრუნველყოფა მათი საქმიანობის გასაგრძელებლად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა შაბათს პარლამენტთან გარემოვაჭრეთა აქციას აანონსებს. ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ მან პარლამენტში შეიტანა ინიციატივა, რომელიც გარევაჭრობას დაარეგულირებს.

„ხელისუფლება ნაწილ-ნაწილ უჭერს გარემოვაჭრეებს, ერთიანად ვერ ბედავს, დღეს შევიკრიბეთ „ახმეტელის“ მეტროსთან. გარემოვაჭრეები არ შეეგუებიან შიმშილს და ისინი აუცილებლად გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ გარევაჭრობა იყოს მოწესრიგებული, ევროპული სახით. შესაბამისი კანონპროექტიც მაქვს შეტანილი პარლამენტში, რომელიც გარევაჭრობის დარეგულირებას ითვალისწინებს. ამიტომ ჩვენ შაბათს, 12:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ გარემოვაჭრეებთან ერთად მოვითხოვთ, რომ ამ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდეს და ეს პრობლემა გადაიჭრას“, - განუცხადა ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მეტროსადგურ „ახმეტელთან“ გარემოვაჭრეთა დახლები გაიტანა. ტერიტორია „თბილსერვისჯგუფმა“ დაასუფთავა.

გლდანის ერთ-ერთ ბაზრობას 80-მდე მოვაჭრემ უკვე მიმართა. ადმინისტრაციას 120-ზე მეტი ადგილის შეთავაზება შეუძლია.

ანა მებურიშვილი

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება

19 სექტემბერი, 2018 , 17:55

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება. ამის შესახებ ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრისას გახდა ცნობილი. „წლის ბოლომდე შეზღუდ

ქართული ენის შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში უდიდესი საქმეა - მამუკა ბახტაძე

19 სექტემბერი, 2018 , 17:55

მეც მიცხოვრია საზღვარგარეთ და როცა შენი ქვეყნიდან მოშორებით ცხოვრობ, განსაკუთრებით ემოციურად აღიქვამ შენი ქვეყნის წარმატებასაც და განსაცდელსაც; ვფიქრობ, ყველა ქართველს ეს ემოცია აერთიანებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართვ

ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება - ეროვნული ბანკი

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც დეკლარირებული შემოსავლები აქვთ, სესხის აღების პროცესი მარტივდება. ამას საქართველოს ეროვნული ბანკის, მთავრობისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ოქტომბერში

„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის დაწყებას შეუწყობს ხელს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

19 სექტემბერი, 2018 , 16:00

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტისა და &bdq

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლექციების ციკლი - „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ ჩატარდება

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის ინიციატივით, 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში, სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით, ყოველი თვის ე

წყნეთში, ჭავჭავაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

ვაკის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. მათ შორის, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წყნეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ტერიტორიაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ უკვე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`