უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ივლისი, 2018 15:14
font-size

მეტროში მატარებლებს შორის მოძრაობის ინტერვალის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს - კახა კალაძე

მეტროში მატარებლებს შორის მოძრაობის ინტერვალის შემცირებაზე მუშაობა დაწყებულია, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროში მატარებლების განრიგში ინტერვალების ზრდასთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, მეტროში ახალი ვაგონების დამატება იგეგმება. ამასთან, როგორც კალაძე ამბობს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია „შტადლერთან“ მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ინტერვალის შემცირებას, ესეც ჩემი საარჩევნო დაპირება იყო – ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მათ შორის მეტროსი. ჩვენ ვაპირებთ ვაგონების დამატებას. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კომპანია „შტადლერთან“, სადაც გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში გვინდა, მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ „შტადლერის“ ვაგონების აწყობა-წარმოება მოხდეს საქართველოში და დავაკმაყოფილოთ არა ჩვენი მოთხოვნა, რაც დღეს მეტროში გვაქვს, არამედ მოვემსახუროთ მთლიანად რეგიონს. შესაბამისად, ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება და გვინდა, რომ მოცდის მოლოდინის დროის შემცირება მოხდეს ახალი, ევროპული ტიპის ვაგონების დამატებით. პარალელურად, ასევე ჩვენ ვიწყებთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას, რომელმაც ამოწურა თავისი რესურსი, ჩავუტაროთ მთლიანი რეკონსტრუქცია და მოსახლეობას მივცეთ შესაძლებლობა, იმგზავრონ უფრო კომფორტულად. ეს პროცესები დაწყებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „წიგნების თარო” ონლაინ სკოლას ქმნის

10 აპრილი, 2020 , 16:06

საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და კომპანია „წიგნების თაროსთან“ პარტნიორობას იწყებს. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა, ამიტომ პარტნიორობის ფარგლებში, შეიქმნ

პატიმრებს დაახლოები ერთ კვირაში 15 წუთის ნაცვლად, 30 წუთი უფასო სასაუბრო დრო ექნებათ

10 აპრილი, 2020 , 15:35

პატიმრებისთვის 15-წუთიან სასაუბრო დროს დაემატება კიდევ ახალი პერსპექტივა, რომელიც ერთი კვირის ვადაში ტექნიკურად გაიმართება, ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დონაცია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის

„COVID-19-ის კრიზისი და როგორ შეგვიძლია რეაგირება ერთობლივად, როგორც სახელმწიფოს` - რეკომენდაციების დოკუმენტი მომზადდა

10 აპრილი, 2020 , 15:10

რეკომენდაციების დოკუმენტი - „COVID-19-ის კრიზისი და როგორ შეგვიძლია რეაგირება ერთობლივად, როგორც სახელმწიფოს" მომზადდა. ამის შესახებ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული. ასოცი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა

10 აპრილი, 2020 , 15:10

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარების შესაბამისად, 112-ზე იზრდება ზარების რაოდენობა, რომელთა გადამისამართება ოჯახის ან სოფლის ექიმთან ხორციელდება. ტელემედიცინის მომსახურების გაძლიერებასა და COVID-19-თან ბრძ

დაბადებასა და გარდაცვალებასთან, ასევე, აპოსტილთან დაკავშირებული სერვისების გაცემა განახლდა

10 აპრილი, 2020 , 13:00

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიდევ რამდენიმე სერვისის გაცემა განაახლა. დღეიდან სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვ

უმძიმესი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს - ლევან რატიანი

10 აპრილი, 2020 , 12:35

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს პაციენტი გაეწერება, რომელსაც COVID19-ის ინფექცია მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან ჰქონდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. „იცით, რომ ჩვენს კლინიკა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`