უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 ნოემბერი, 2018 13:00
font-size

მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკაშია, ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი - თამარ ჩუგოშვილი

ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა მუქარის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებების კომენტირებისას.

მისი თქმით, საქართველოში ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ აგრესია არ არის სწორი.

„საჯარო სივრცეში ქალების მიმართ არის ხოლმე განსაკუთრებული აგრესია. მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ხდება თავდასხმების ობიექტი და განსაკუთრებით, როდესაც საპრეზიდენტო პოსტზე აქვს ადამიანს პრეტენზია, მაშინ როგორც ჩანს, იზრდება აგრესია. კონკრეტული ფაქტები არსებობს, რომ მხოლოდ აგრესიის გამოხატულება არ არის და სხვადასხვა გამონათქვამები კონკრეტულ მუქარაში გადადის. ამ ქვეყანაში ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ძალიან არასწორი, ძალიან ცუდი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ განცხადებებში ყველამ უნდა დაგმოს აგრესია და ამას გაემიჯნოს.

„არ შეიძლება, როდესაც ვიღაც არ მოგწონს, არ ვეთანხმებით ან პოლიტიკურად გემოვნებაში არ ჯდება, მუქარაზე გადავიდეთ და ძალადობისკენ მოვუწოდებდეთ. ეს არ არის ნორმალური. ვფიქრობ, პოლიტიკურ განცხადებებში ყველამ უნდა დაგმოს და ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთ მოვლენებს. თუ მუქარა აღწევს იმ ხარისხს, რომ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, მაშინ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ რეაგირება. ქალების მიმართ აგრესია არის განსაკუთრებით მაღალი. ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია და ყველა ქალს გამოუცდია, ვინც რაღაც ფორმით საჯარო სივრცეშია. ეს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

მოგვაინებით, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ რამდენიმე თვის წინ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

„მეც მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მუქარა და დაუსრულებელი შეტყობინენები ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა.“

ნინო ლომჯარია დღის ბოლოს აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტოს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

საკვანძო სიტყვები:

პროკურორი, რომელიც არაეთიკურად მოქმედებდა, საქმეს ჩამოაშორეს - მიხეილ რამიშვილი

14 აგვისტო, 2020 , 17:11

მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები, გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაციები იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ ინფორმაციებს, დაკავშირებულს სოციალურ ქსელებთან, - განაცხადა ადვოკატმა მი

“ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია” - ირაკლი ოქრუაშვილი „ლელოს“ ვაკის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებაზე

13 აგვისტო, 2020 , 13:00

„ლელოს“ ვაკის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება. „ჩემი დამოკიდებულება ხაზარაძის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან მიმა

ნატო ჩხეიძე: რა დაწმინდავს ამ სიჭრელეს?.. ამ აჭრილ ყოფას რა დაალაგებს...

13 აგვისტო, 2020 , 12:45

„რთული და მძიმე ვითარება ჩანს ქვეყანაში არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით... რთული, მხიმე და ერთობ აჭრილი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯ

პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი გახარია

12 აგვისტო, 2020 , 17:27

ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის, ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინის

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე - ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, გვერდში დგომის ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებაა გამოძიების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარება

12 აგვისტო, 2020 , 17:00

ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე მსგავს კითხვას გავეცი პასუხი. მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციებია, განსაკუთრებით, როდესაც ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველი - უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, მათ სჭირდებათ

ვრცელდება ჭორები, რომ მთავრობა ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას- გიორგი გახარია

12 აგვისტო, 2020 , 12:25

რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე