უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ივლისი, 2020 14:01
font-size

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

10-პუქტიანი მემორადუმი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.

მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაში შედგა. ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები ესწრებოდნენ.

დოკუმენტის თანახმად, სამომავლოდ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამეცნიერო დისკუსიებს, სიმპოზიუმებს და კონფერენციებს ერთობლივად გამართავს. გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები საქართველოს მთავრობას ერთობლივ წინადადებებს წარუდგენენ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ფუნდამეტური თუ გამოყენებითი სამეცნიერო თემებისა და პროექტების გამოსავლენად, რომელსაც „ეროვნული აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრემია“ მიენიჭება.

დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

„ქვეყნისათვის საჭირო და აუცილებელია მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაღრმავებთ ურთიერთობებს და ერთობლივად ვიმუშავებთ საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწისა და სრულყოფისათვის“, - განაცხადა გიორგი კვესიტაძემ.

თავის მხრივ, მემორანდუმის მნიშვნელობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ შეაფასა. როგორც რექტორმა აღნიშნა, მემორანდუმი მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

„ჩვენ ერთად უნდა გადავლახოთ პანდემიით გამოწვეული სირთულეები, რაც განათლების სისტემასა და მეცნიერების ყველა დარგს შეეხო. სწავლა, კვლევა და მეცნიერება ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ მიერ აღზრდილმა ახალმა თაობამ უნდა გააგრძელოს ის მნიშვნელოვანი გზა, რაც მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გაკვალა. მემორანდუმი პირველი წინგადადგმული ნაბიჯია შორსმიმავალი პერსპექტივისკენ, რითაც ეროვნულ აკადემიასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა უფრო მეტად გაღრმავდება. ეს მოვლენა ორმაგად სასიხარულო და საამაყოა ჩვენთვის იმ ფონზე, როცა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მორიგ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების CARYS საგრანტო პროგრამაში, გამარჯვებული პროექტების რაოდენობით, ლიდერის პოზიცია დაიკავა“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

ღონისძიების დასასრულ, მხარეების გადაწყვეტილებით, მემორანდუმის ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა უახლოეს დღეებში დაიგეგმა.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, იმ მეცნიერებს, რომლებიც სამომავლოდ, „ეროვნული აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრემიას“ მოიპოვებენ, ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და ფულადი პრემია გადაეცემათ. რაც შეეხება ქართველი მკვლევრების სამეცნიერო ნაშრომებს, მაღალრეიტინგულ გამოცემებში მათ გამოქვეყნებაზე ორივე ინსტიტუცია ერთობლივად იზრუნებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი