უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2018 17:40
font-size

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები სხვადასხვა სახალისო-სამეცნიერო აქტივობებით იყვნენ წარმოდგენილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი 1 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებები - გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორქშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონიას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, ფესტივალი რეგიონული მნიშვნელობისაა, რადგან მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი სტუმრები იღებენ. „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში 500-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი. დღეს ძალიან ბევრი სახალისო აქტივობა გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში გვექნება საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის მეცნიერების დღეები, სადაც მონაწილეობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოსული 200-ზე მეტი უცხოელი სტუმარი მიიღებს,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული. „სიმბოლურია, რომ ფესტივალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს, ის უნივერსიტეტი, რომლის სათავეებთანაც ჩვენი ყველაზე დიდი ქართველი მეცნიერები იდგნენ. მომავალი ნამდვილად მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს ეკუთვნის. მეცნიერების, კვლევებისა და ინოვაციების განვითარება არის და იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი,“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი თბილისის გარდა ბათუმსა და ქუთაისშიც ჩატარდება.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილეს ცირა დიღმელაშვილს ღონისძიებაზე საკუთარი პროექტი ჰქონდა წარმოდგენილი, რომელიც მდინარე ვერეს წყლის მონიტორინგს უკავშირდება. მისი თქმით, ფესტივალი სტუდენტებს საშუალებას აძლევს ერთმანეთის პროექტებს გაეცნონ და სხვადასხვა დარგის შესახებ ინფორმაცია მიიღონ. „ჩემი პროექტი მუდმივ რეჟიმში მომაწვდის ინფორმაციას მდინარე ვერეში წყლის დონეასთან დაკავშირებით. საშიშროების შემთხვევაში ჩაირთვება სიგნალიზაცია და საშუალება გვექნება მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა შესაძლო კატასტროფები თავიდან ავიცილოთ. პროექტი შემდგომში არა მხოლოდ მდინარე ვერეს, არამედ სხვა მდინარეების წყლის დონის მონიტორინგსაც ითვალისწინებს. სამეცნიერო ფესტივალი გვიმაღლებს მოტივაციას, რომ უფრო საინტერესო პროექტები ვაკეთოთ,“ - აღნიშნა მონაწილემ.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გერმანული, იტალიური და ფრანგული მეცნიერების დღეებში, დაათვალიერონ ცერნის ლაბორატორიის ინტერაქტიული გამოფენა, ერთი დღე გაატარონ გრაკლიანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, ჩაერთონ სამეცნიერო პიკნიკში ბათუმსა და ქუთაისში.

1 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია ევროპის აკადემიის რეგიონალური ჰაბის გახსნა. თსუ ასევე უმასპინძლებს ევროკომისიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ კვლევისა და ინოვაციის აღმოსავლეთ პარტნიორობის პანელის საერთაშორისო კონფერენციას „EU4Innovation: კვლევებისა და ინდუსტრიების კავშირების ხელშეწყობა“.

ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სან დიეგოს უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, სხვადასხვა კერძო კომპანიები და მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2015 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით იმართება.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი