უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი
საზოგადოება
მეუფე დიმიტრი ე.წ. ციანიდის საქმეზე 18 საათზე განცხადებას გააკეთებს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს 18 საათზე განცხადებას გააკეთებს.
როგორც „მედიანიუსს“ ბათუმისა და ლაზეტის ეპარქიის პრესსამსახურში განუცხადეს, მიტროპოლიტი ე.წ. ციანიდის საქმეზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე მეუფე დიმიტრი 18 ივლისს დაკითხეს.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თავიდან მამალაძეს ბრალად ედებოდა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადება ( სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი), რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლემ ბრალდება გადაუკვალიფიცირა - მას უკვე მკვლელობის მომზადებისთვის (სსკ-ის 108-ე მუხლი) შეეფარდა 9-წლიანი პატიმრობა. დეკანოზი დამნაშავედ ცნეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში.
განაჩენის გამოცხადების პროცესს თავად მამალაძე არ დასწრებია.
ანა მებურიშვილი