უკან
სამართალი
21 აპრილი, 2017 13:30
მეუფე პეტრე ცაავა და ანდრია გვაზავა მამა გიორგი მამალაძეს ზურგის ქარს უქმნიან - ირაკლი მამალაძე
ე.წ ციანიდის საქმის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის განცხადებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულს მამა გიორგი მამალაძეს „ზურგის ქარს უქმნიან“.
ამის შესახებ ირაკლი მამალაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„მამა გიორგის ზურგის ქარს უქმნიან და უკეთებენ მეუფე პეტრე ცაავა და ასევე, ანდრია გვაზავა, რომლებიც უკვე იყვნენ და მოინახულეს მამა გიორგი ციხეში. ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, პირდაპირ არიან მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებული, ასევე არიან დაკავშირებული სოსო ოხანაშვილთან. ისინი ერთ დაჯგუფებას წარმოადგენენ საპატრიარქოში“,-აღნიშნა საქმის მთავარმა მოწმემ.
მონიკა დავლიანიძე