უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 დეკემბერი, 2018 17:00
font-size

მეუფე პეტრეს მარგინალიზების მცდელობა მორიგი არაქრისტიანული აქტია - გოჩა მირცხულავა

რაც შეეხება ამ ძალმომრეობას და მუქარას, რომელსაც მეუფე იაკობი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით აკეთებს, ეს არის შანტაჟი და საბოტაჟი ერთდროულად, - ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

„საპატრიარქომ მეუფე პეტრეს მარგინალიზების პროცესი დაიწყო. რა შუაშია ნაციონალური მოძრაობა იმ პირობებში, როდესაც სწორედ მათი მმართველობის დროს საპატრიარქომ და მღვდელმთავრებმა ყველაზე მეტი სარგებელი მიიღეს და უმეტესი მათგანი "პირდაპირი ხაზით" აწვდიდა მრევლის აღსარებას იმდროინდელ "კუდ"-ს? განა მაშინ არ ამხედრდნენ ისინი იმ ჯიპებზე და მაშინ არ გავინდნენ "საკლესიო მომსახურეობის ზონიდან"?

რაც შეეხება ამ ძალმომრეობას და მუქარას, რომელსაც მეუფე იაკობი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით აკეთებს, ეს არის შანტაჟი და საბოტაჟი ერთდროულად. მიხვდეს ახლა მაინც ხელისუფლება რატომ არის საშიში ამ ინსტიტუტისთვის გუნდრუკის კმევა დამაზიანებელი სახელმწიფოსთვის და სეკულარიზმის აბსოლუტური იგნორირება.

უფრო მეტიც - დედამიწაზე სულმდგმულთ შორის არ არსებობს აბსოლუტური ავტორიტეტი. ღმერთსაც კი ვსაყვედურებთ ხოლმე გააზრებული თუ გაუაზრებელი ფრაზით - რატომ ღმერთო, რატომ უფალო? ყველა უშვებს შეგნებულ და შეუგნებელ შეცდომებს. გავახსენო საპატრიარქოს, მის მიერ სიკვდილის შემდეგ ხარსისხში აღდგენილი მღვდელმთავრები, რომელთა დასაცავად სიტყვაც არ ამოუღით საბჭოთა რეჟიმის დროს? შეგნებული იყო ეს შეცდომები თუ შეუგნებელი? ასევეა მამალაძის შემთხვევაში - არსებობს უამრავი კითხვის ნიშანი და ჩვენ საზოგადოებას გვჭირდება ამაზე პასუხები. ამას მოითხოვს ქრისტეს სამართალიც. როდესაც მაცხოვარი ამბობს, ვინც მოინახულებს ტუსაღს მომინახულებს მეო, და არ აკონკრეტებს დანაშაულის ხარიხს, რატომ არის საჭირო თუნდაც დეკანოზ მამალაძის მოსანახულებლად სასულიერო პირების მხრიდან, ქორეპისკოპოსების და ახლა უკვე პატრიარქის კურთხევა საჭირო? რას მალავს საპატრიარქო ამ საქმეში?

ხატებს თავად ჩვენ ვანგრევთ - ამიტომ, როდესაც უმაღლეს საულიერო იერარქს - ეპისკოპოსს, მართალია გამორჩეულის, მაგრამ ხარისხში თანაბრის კრიტიკის უფლებას ართმევენ და სანაცვლოდ "კოლეგა" მას ანგარიშსწორებას ჰპირდება საჯაროდ, ეს ეწინააღმდეგება ყველა ქრისტიანულ სწავლებას. პეტრეს პრორუსულობაზე საუბარი კი გაღმა შეედავე გამოღმა შეგრჩებას კლასიკური მაგალითია. იაკობის აშშ-ში ვოიაჟი სულაც არ ადასტურებს მის პროდასავლურობას. მით უფრო პრორუსი მოსაყდრისა და ათობით რუსეთუმე მღვდელმსახურის პირობებში.

ამიტომ, როდესაც პატრიარქი ზურგს აქცევს მღვდლის საკითხის განხილვას და ხარისხით თანატოლს მისი "გამორჩეული" ავტორიტეტისა და რანგის გამო აბუჩად იგდებს, რა თქმა უნდა, ამით თავად ანგრებს მწყემსი კეთილის ხატს. უფრო მეტიც, ამით იგნორირებას უკეთებს საეკლესიო თანასწორობას და უგულვებელყობს საეკლესიო სამართალს.

ამიტომ, მეუფე პეტრეს მარგინალიზების მცდელობა -მისთვის "ნაციონალის" და პრორუსის იარლიყების მიკერებით მორიგი არაქრისტიანული აქტია და არაფერი აქვს საერთო არც საეკლესიო წესებთან და არც ქრისტიანულ სწავლებასთან. მხოლება კი ნამდვილად არის ქრისტიანული, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.
და ბოლოს, ხელისუფლებამ (განსაკუთრებით), პოლიტიკურმა პარტიებმა, ენჯეობმა ამ კონკრეტულ ვითარებაში თავი უნდა შეიკავონ პროცესის ესკალაციისგან, მით უფრო "მაღალი და შეუვალი ავტორიტეტის" დაცვისგან და საკითხს სწორედ რომ საეკლესო და მორალურ პრიზმაში შეხედონ,“ - დაწერა გოჩა მირცხულავამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ვახტანგ გომელაური

20 მარტი, 2024 , 17:52

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გ

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა - გიორგი ბოტკოველი

20 მარტი, 2024 , 13:13

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია , რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი