უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 აგვისტო, 2019 14:40
font-size

მეუღლეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა, მოკვლით ემუქრებოდა მათსავე 5 წლის შვილს და მეუღლის ახლო ნათესავებს - გორში მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიუ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ბ.ქ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა, მოკვლით ემუქრებოდა მათსავე 5 წლის შვილს და მეუღლის ახლო ნათესავებს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი გახდა, ბ.ქ. რამდენიმე დღის განმავლობაში, 1981 წელს დაბადებულ, წარსულში არაერთგზის ნასამართლევ დ.მ-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, გორში იმალებოდა, რომელიც პოლიციამ, ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.

სამართალდამცველები, ასევე, იკვლევენ მათ მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებსაც. კერძოდ, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებს.

მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები,”-აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს როგორც ოჯახში ძალადობისა და მუქარის, ისე, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა და 11 პრიმა 151-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლებით.

თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი ადვოკატს და ოჯახს ექსპერტიზის ბიუროში გახსნილი დახვდა და ინფორმაციის კოპირება თითქმის დასრულებულია

8 აგვისტო, 2020 , 16:20

თამარ ბაჩალიაშვილის პირადი მობილური ტელეფონი, რომლის შესწავლაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დღეს უნდა დაეწყო და ადვოკატისა და მშობლების თანდასწრებით გაეხსნა, აღმოჩნდა რომ უკვე გახსნილია და გამოძიებაც დასრულებულია. ექსპ

სენაკში სასულიერო პირის სახლი დააყაჩაღეს

8 აგვისტო, 2020 , 15:10

სენაკში, მეუფე საბა გიგიბერიას სახლში შეიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ და მეუფეს ხანდაზმულ დედას ფული და ოქრო იარაღის მუქარით მოსთხოვეს. შემთხვევა, გუშინ, გვიან ღამით მოხდა. სახლში მოხუცის გარდა იმ დროს მისი მომვლელი და

ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 213 ფაქტი გამოვლინდა

8 აგვისტო, 2020 , 14:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამო

“გრძელდება `ბაჩანას გამოძიება` - პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკს

7 აგვისტო, 2020 , 15:35

კომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუ

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

7 აგვისტო, 2020 , 11:55

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს, - ამის შესახებ “მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა პი

გენერალური პროკურატურა ირაკლი შოთაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

6 აგვისტო, 2020 , 21:59

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ოჯახის ადვოკატს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე