უკან

სამართალი

13 ოქტომბერი, 2017 12:15
font-size

მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებული მ. ზ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 108-ე მუხლით, 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 09 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, დაბა ასპინძაში ეჭვიანობის ნიადაგზე მ. ზ.-მ დანის დარტყმით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დას, ხოლო შემდგომ ეჭვიანობის საფუძველზე, ნაჯახის დარტყმით სცადა ნ.ზ. - ს და ლ.ზ. - ს მკვლელობა.

სამართალდამცველებმა მ.ზ. 2017 წლის 09 აპრილს დაბა ასპინძაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მ.ზ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა

16 დეკემბერი, 2017 , 13:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

16 დეკემბერი, 2017 , 11:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული, ამავე დანა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

15 დეკემბერი, 2017 , 14:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., ცეცხლ

თბილისში საქველმოქმედო ფონდის ოფისი გაქურდეს

15 დეკემბერი, 2017 , 13:50

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე საქველმოქმედო ფონდ, ,,მომავლის გზის“ ოფისი გაქურდეს. მოპარულია კომპიუტერული ტექნიკა, შემოწირული თანხა და სხვა ნივთები. ფონდის თანამშრომლებმა დღეს დილით აღმოაჩინეს, რომ შენობა გატეხილი ი

#9 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ გიორგი მამალაძის პერსონალური მონაცემები უკანონოდ გადასცა გამოძიებას - ადამიანის უფლებათა ცენტრი

15 დეკემბერი, 2017 , 12:55

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა მათი წევრის, ადვოკატ თამარ ავალიანის საქმიანობის ხელშეშლის გამო #9 პენიტენციურ დაწესებულებაში. სწორედ აქ იხდის სასჯელს დეკანოზი გიორგი

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

15 დეკემბერი, 2017 , 12:20

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამე