უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 დეკემბერი, 2019 15:40
font-size

მეუღლის მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ძალადობის და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ი. ჩ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ი.ჩ-მ 2019 წლის 25 თებერვალს მეუღლეს - ნ.ს-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სახის არეში ხელი დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა. 2019 წლის 26 თებერვალს ღამის საათებში ი. ჩ.-მ დაზარალებული მანქანით წაიყვანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა ი. ჩ. 2019 წლის 3 მარტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს თბილისში. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის გაუპატიურება), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დევნილთა შემწეობისა და პენსიის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს

24 იანვარი, 2020 , 16:45

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთ - ერთი საბანკო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენ

ვინ იბრძვის გენერალური პროკურორობისთვის

24 იანვარი, 2020 , 15:10

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 17 კანდიდატი იყო წარდგენილი. თუმცა, აქედან ერთმა კანდიდატმა გრიგოლ გაგნიძემ კანდიდატურა მოხსნა. ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის, ესენი არიან

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

24 იანვარი, 2020 , 10:25

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებ

სასამართლომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დამნაშავედ ცნო

24 იანვარი, 2020 , 10:25

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 15 000 ლარი განუსაზღვრა. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის სასამართლ

ბექა ბასილაიასა და ზურა ნადირაძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება შეწყდა

22 იანვარი, 2020 , 16:50

31 დეკემბერს, გამთენიისას აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული ბექა ბასილაიასა და ზურა ნადირაძის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა ისინი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ა

`დანის პირზე დავადე ხელი...` - დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული სასჯელის შეცვლას ითხოვს

22 იანვარი, 2020 , 13:50

ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძე სასჯელის შეცვლას ითხოვს. ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში ჟურნალისტებს ადვოკატმა მიაწოდა. რამაზ ჩინჩალაძის თქმით, დაცვის მხარე დადუნაშვილის ეპიზოდს, ხოლო ბრალდები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`