უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 იანვარი, 2019 13:45
font-size

მგონი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერაფერი ვერ გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის... ეს 10-კაციანი სია არ გავა - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებენ კანდიდატურებზე.

„მე არ ვიცი, საბჭოს რა ჰგონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10-კაციანი სია არ გავა! მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ“, - დაწერა ჩუგოშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

„უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე. წარდგენილია - 10. ბუნებრივია, რომ ეს წარმოდგენილი 10 კანდიდატურა არაა საკმარისი. კიდევ იქნება. რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს კანდიდატურები, ეს საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია ასე იქნება“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

საკვანძო სიტყვები:

არჩილ თალაკვაძე ელიზაბეთ რუდს და კარლ ჰარცელს შეხვდა

19 ნოემბერი, 2019 , 19:19

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე პოლიტიკური პროცესის კონსტრუქციულად გაგრ

`სამოქალაქო მოძრაობა` მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას იწყებს - ალეკო ელისაშვილი

19 ნოემბერი, 2019 , 18:35

"სამოქალაქო მოძრაობა" რეგიონებში გასვლასა და მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას იწყებს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ელისაშვილის თქმით, ისინი ოპოზიციური ბრძოლის

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

19 ნოემბერი, 2019 , 14:20

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის სამანევრო დახელოვნების ცენტრი დაათვალიერა,

გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად - დიმიტრი ხუნდაძე

19 ნოემბერი, 2019 , 14:20

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწ

დემოკრატიის გზაზე საქართველო ნაბიჯს უკან დგამს - საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი

19 ნოემბერი, 2019 , 12:40

თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიცმა. მისი თქმით, ხალხს აქვს გამოხატვის უფლება და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მშვიდობიანი მ

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

19 ნოემბერი, 2019 , 10:55

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრას ქართული მხრი