უკან

კომენტარი

15 სექტემბერი, 2021 14:02
font-size

მგონია, ბევრი ისეთი საინტერესო ფაქტი გამოვლინდება, რაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით წინასწარ გაკეთებულ შეფასებებსა და მოსაზრებებს დაანგრევს - მიხეილ სარჯველაძე

მგონია, ბევრი ისეთი საინტერესო ფაქტი გამოვლინდება, რაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით წინასწარ გაკეთებულ შეფასებებსა და მოსაზრებებს დაანგრევს - მაგალითად ის, თუ ვის შეიძლება მიუძღვოდეს ბრალი ცალკეულ ქმედებებში, რაც ფარულ მოსმენებს უკავშირდება, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

“უმჯობესი იქნება საზოგადოება, მედია გამოძიების რეზულტატებს დაელოდოს და ფაქტებზე ამის შემდეგ ვისაუბროთ. რაც შეეხება პრობლემის არსებობს, მგონი ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ სისაძაგლეა არასწორად, უმიზეზოდ, არადანიშნულებისამებრ ვინმეს მიერ ვინმეს მოსმენა. ეს კატეგორიულად მიუღებელია! ვინც არ უნდა იყოს, ვინც ამას სჩადის, ეს მიუღებელი და საპასუხისმგებლო ამბავია. დაველოდოდ საკითხების გარკვევას. მყისიერი იქნება პასუხისმგებლობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინასწარ ვინმე ეჭვმიტანილად შეიძლება დავასახელოთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ფარული ჩანაწერების ამსახველი მასალების გამოქვეყნება იმ ძალების ინტერესებში შეიძლება იყოს, ვისი სურვილიც არის ქვეყანაში წყალი აიმღვრეს, მეტი საქმე გაფუჭდეს და მეტი დესტრუქცია იყოს.

„ფარული ჩანაწერების ამსახველი მასალების გამოქვეყნება შეიძლება იყოს იმ ძალების ინტერესებში, ვისი სურვილიც არის, ქვეყანაში წყალი აიმღვრეს, მეტი საქმე გაფუჭდეს და მეტი დესტრუქცია იყოს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ეჭვმიტანილთა რიგი საკმაოდ ვრცელია, თუმცა არიან მეტად ეჭვიტანილი და ნაკლებად ეჭვმიტანილი ძალები. ამ თვალსაზრისით დომინირებს და ლიდერობს ოპოზიციური ძალა. ამ მიმართულებით დაწყებულმა გამოძიებამ უნდა იმუშაოს და თავისი სიტყვა თქვას. ვგულიხმობ იმ ოპოზიციურ ძალას, ვინც მეტი დესტრუქციულობით გამოირჩევა. ეჭვმიტანილი არის „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:22

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუა

„ძვირფასო` ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს - ლევან ხაბეიშვილი

12 აპრილი, 2024 , 12:11

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით, - ამის შესახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი