უკან

პოლიტიკა

2 ივლისი, 2018 14:20
font-size

მგონია, ეს რეკომენდაცია ჰგავს ღია კარის მტვრევას - არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციას არ ეთანხმება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში შემავალი საპრლამენტო უმრავლესობის წევრები არ დაეთანხმნენ „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციას, რომ შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, აღნიშნული რეკომენდაცია ჰგავს ღია კარის მტვრევას, რადგან ამაზე გამოძიება მიმდინარეობს.

„ვინაიდან ამ კომისიის მთავარი ამოცანა და მისია არის, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მე ვალდებული ვარ გამოვეხმაურო დასკვნას, რომელიც ოთარ კახიძემ გააკეთა.

თქვენ დაეყრდენით თქვენს მსჯელობაში იმას, რომ თავიდანვე გამოძიებამ იცოდა გ.მ.-ს დაჭრის შესახებ და ამასთან დაკავშირებით არაფერი არ გააკეთა და დღეს აუცილებელია, ცალკე გამოიყოს ეს საქმეო.

ფაქტობრივად გეტყვით, ახლა საქმეში რა არის. ფაქტობრივად ჩანს, რომ სასამართლოში, 27 დეკემბერს ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის გ.მ-ის დაჭრა არის პირდაპირ დაფიქსირებული და გამოძიების ერთ-ერთი საქმეა. შესაბამისად, ის, რომ გამოძიება არ დაინტერესდა თავიდანვე, არ არის სწორი.

ამასთან, გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა სასამართლო გადაწყვეტილების დროს.

შესაბამისად, მანამდე იმაზე მეტი, რაც იყო გაკეთებული და როგორც დაინტერესდა გამოძიება,

ფიზიკურად ვერ გაკეთდებოდა. შემდგომში უკვე ამ ცალკე გამოყოფილი საქმის ფარგლებში ეს საკითხი გახდა გამოძიების დაინტერესების საკითხი. შესაბამისად, გ.მ-ის დაჭრის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

პრაქტიკაში ბევრია ფაქტები, როდესაც ერთი საქმის ფარგლებში სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ შემთხვევებზე იწყება გამოძიება. შესაბამისად, ეს რეკომენდაცია, მგონია, რომ ჰგავს ღია კარის მტვრევას. თუ ჩვენი მიზანია, რომ ამ ფაქტზე გამოძიება ჩატარდეს, შსს უკვე აწარმოებს გამოძიებას“, - განმარტა თალაკვაძემ კომისიის დღევანდელ სხდომაზე.

ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ - ირაკლი კობახიძე

16 იანვარი, 2021 , 15:40

გასული წლების განმავლობაში, ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, თუმცა, ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკ

ვასილ მაღლაფერიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

16 იანვარი, 2021 , 15:00

ვასილ მაღლაფერიძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ამავდროულად პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრადაც აირჩიეს. მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება ყრილობაზე მიიღო. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი

ირაკლი კობახიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარე გახდა

16 იანვარი, 2021 , 14:45

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე, ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ სრული თანხმობით აირჩიეს. ირაკლი კობახიძე ამ დრომდე, პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა. ყრილობაზე, რომელიც ექსპ

`ოცნების` ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დააკავეს რამდენიმე აქტივისტი

16 იანვარი, 2021 , 13:20

“ქართული ოცნების” ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათი თქმით, მმართველი გუნდის წევრები კრიმინალები და ქურდები არიან, რომლებმაც ქართველ ხალხს არჩევნები წაართვეს. აქგივსტებმა ადგილზე მიიტანე

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ

16 იანვარი, 2021 , 13:04

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმა

დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება - ნიკა მელია

16 იანვარი, 2021 , 12:49

„რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა დაიჯერო, რომ გაიმარჯვებ,” - ამის შესახებ „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ფეისბუქში წერს. “დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება - ქართული ოცნება ყრილობას