უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 იანვარი, 2018 12:55
font-size

მგონია პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს - სოფიო კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის შეფასებით, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს.

„ჩემი სუბიექტური, პირადი შეხედულებით, პრეზიდენტი ალბათ ვეტოს დაადებს. ასე მგონია“, - განაცხადა დეპუტატმა.

დღეს 10-დღიანი ვადა იწურება, რომლის შედეგად გიორგი მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, მოაწერს ხელს პარლამენტის მიერ 3 მოსმენით მხარდაჭერილ დოკუმენტს თუ დააბრუნებს უკან მოტივირებული შენიშვნებით.

კილაძის თქმით, მისთვის მისაღებია კანონპროექტის მხარდამჭერი პირების პოზიცია.

„რაც შეეხება არგუმენტებს, არ ვიცი, რა არგუმენტები ექნება პრეზიდენტს, მაგრამ ის არგუმენტები, რაც მე აქამდე მომისმენია სხვადასხვა დაინტერესებული მხარისგან , მათ შორის ჩემი კოლეგებისგან, მგონია, რომ უფრო წონადი არგუმენტები აქვს იმათ, ვინც მხარს უჭერს მაუწყებლობის შესახებ კანონს“, -აღნიშნა კილაძემ.

რაც შეეხება შესაძლო საფრთხეებს, რაზეც საუბრობენ დოკუმენტის მოწინააღმდეგეები, კილაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი მედიაბაზარს არ დააზარალებს.

მან განმარტა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთზე ენიჭება.

„პრობლემას ვერ ვხედავ, ვინაიდან ის ხომ არ ითვისებს მთლიან სარეკლამო ბადეს, არის დროის მინიმალიური მონაკვეთი , რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამისთვის ექნება გამოყოფილი. აქედან გამომდინარე, ეს ვერ მოახდენს ზეგავლენას სხვა ტელევიზიების კონკურენტუნარიუანობაზე“, - თქვა კილაძემ.

საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული კანონპროექტი მესამე მოსმენით 22 დეკემბერს დაამტკიცა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 63-მა პარლამენტარმა.

ამის შემდეგ დოკუმენტი ხელმწოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს.

ეს იყო ქვეყნის დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

25 თებერვალი, 2020 , 19:06

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ატილა მესტერჰაზი საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ამის შესახებ გამოქვეყნებულია ოფიციალური განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ გვერდზ

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

25 თებერვალი, 2020 , 17:44

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარ

შექმნილი სიტუაციის გამო, ხელისუფლება ცაიტნოტშია და დგას დიდი დილემის წინაშე - გელა კვაჭანტირაძე

25 თებერვალი, 2020 , 16:25

დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „ როგორც ცნობილია, უკვე იწურება ის გონივრული ვადა, რომლის შემდეგ ხელისუფლებას

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

25 თებერვალი, 2020 , 15:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საგარეო

რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! - გიგა ბოკერია

25 თებერვალი, 2020 , 11:35

„რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ ამის შეტყობინების საჯაროდ ან არასაჯაროდ უამრავი გზა არის,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა

დადგა დრო ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ალიანსში გაწევრიანებაზე - გიორგი გახარია

25 თებერვალი, 2020 , 11:15

რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში; სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`