უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 სექტემბერი, 2018 09:00
font-size

მგონია, რომ ეს შეიძლება, იყოს უფრო შორს მიმავალი გეგმის ნაწილი, ტელეკომპანიის დასაკუთრების - დავით ჯანდიერი `იბერიას` საქმეზე

„შოკირებული ვიყავი იმ საუბრების შინაარსით, რომელიც მოვისმინე, იმ მასშტაბებიდან და იმ მოცულობიდან გამომდინარე თანხის, რაზეც იქ არის საუბარი,“ - ეს განცახდება იურისტმა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, დავით ჯანდიერმა გააკეთა.

დავით ჯანდიერი ტელეკომპანია იბერიას ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს არჩევანის ეთერში აფასებს.
ჯანდიერის თქმით, რთულია ზუსტად იმის თქმა, ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უკავშირდება თუ არა არჩევნების მოახლოებას.

„მგონია, რომ ეს შეიძლება, იყოს უფრო შორს მიმავალი გეგმის ნაწილი, ტელეკომპანიის დასაკუთრების, თუმცა ამავდროულად და ამასთან ერთად არის ასევე შოკისმომგვრელი ის მეორე ჩანაწერი, რომელიც მოვისმინეთ, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, ეს ყოფილი თუ ახლანდელი, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, როდესაც სხვა, გავლენიან ხელისუფლების პირებთან ერთად, ან მათი დავალებით ან მათთან თანამშრომლობით ელაპარაკება ბიზნესმენს და ეუბნება, რომ კონკრეტული საგადასახო გრაფიკის მისაღებად მან უნდა გადაიხადოს ე.წ. კონტრიბუცია, ანუ მისცეს გარკვეული თანხა,“ - განაცხადა ჯანდიერი.

დავით ჯანდიერის განცხადებით, აუცილებლად უნდა დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები და ჩატარდეს ექსპერტიზები.

„ვინ უნდა გამოიძიოს? იმ პრივილეგირებულ პროკურორების კორპუსში მცხოვრებმა პრივილეგირებულმა პროკურორმა? ეს ცალკე პრობლემაა ამ ქვეყნის,“ - განაცხადა ჯანდიერმა.

ჯანდიერის თქმით, თუ აღნიშნული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადგინდება, გამოდის, რომ ფინანსთა სამინისტროში არსებობს ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ კანონიერი მოთხოვნის შეჩერება.

„მათ შეუძლიათ, რომ ფინანსთა მინისტრს და შემოსავლების სამსახურს უთხრან, რომ ესა თუ ის კანონიერი საგადასახადო შეთანხმება გაფორმდეს შესაბამის გადასახადის გადამხდელთან,“ - განაცხადა ჯანდიერმა.

ჯანდიერის თქმით, ომეგა ჯგუფმა ფინანსთა სამინისტროს წელიწადნახევრის წინ მიმართა რესტრუქტურიზაციის შესახებ. კომისიას ორი თვის განმავლობაში უნდა განეხილა ეს მოთხოვნა, თუმცა, ამ დრომდე არ იხილავს კომისია.

"ეს ბადებს ეჭვს, რომ რატომ არც კის და არც არას არ ეუბნებიან ომეგა ჯგუფს, ე.ი. რაღაც ტიპის ზეწოლა ნამდვილად შეიძლება, ხორციელდებოდა ან ადრეც იყო განხორციელებული," - განაცხადა ჯანდიერმა. (rustavi2.ge)

ავლაბრის რეზიდენციას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 15:40

ავლაბრის რეზიდენციას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცისა, სადაც საქარველოს ყველა მოქალაქეს და საქართველოში ჩამოსულ ყველა ტურისტს შეეძლება მისვლა და ჩვენი ეროვნული საგანძურის ნახვა, - ამის შესახებ საქართვე

დარეჯან დედოფლის სასახლე მაინც დავუთმოთ პრემიერს - ნატო ჩხეიძე

19 აპრილი, 2019 , 15:40

პრეზიდენტის ორი სასახლის ორმაგ ხარჯთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განმარტებებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: ის, რაც ჯერ არ ხდება   პრეზიდენტი- ორბელი

ზუგდიდში დანაშაულის ჩამდენ პირთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გვაქვს, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს - ნათია მეზვრიშვილი

19 აპრილი, 2019 , 15:05

ზუგდიდში დანაშაულის ჩამდენ პირთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გვაქვს, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, – განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ზუგდიდში, სოფელ გრიგოლიშში „ოცნების&l

ზუგდიდში დანაშაულის ჩამდენ პირთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გვაქვს, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს - ნათია მეზვრიშვილი

19 აპრილი, 2019 , 14:39

ზუგდიდში დანაშაულის ჩამდენ პირთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გვაქვს, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, – განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ზუგდიდში, სოფელ გრიგოლიშში „ოცნების&l

გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული - ბაჩანა შენგელია

18 აპრილი, 2019 , 15:26

ამდენი ხანი ვსაუბრობდით, რომ გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ საქმეში, რომ მთავარი მოქმედი პირი, მიხეილ ბატიაშვილი არ არის გამოკითხული საქმეზე, - ამის შეს

ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა, თუმცა თანამდებობების დატოვება თავად მოუწია - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2019 , 16:55

ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა, თუმცა თანამდებობების დატოვება თავად მოუწია - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიას იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დეპუტატი ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019