უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ოქტომბერი, 2018 15:25
font-size

მგონია, რომ ლევან ყიფიანი ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოყოლილი - გედევან ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრზე, ლევან ყიფიანზე საუბრისას განაცხადა, რომ ყიფიანი დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა.

„მგონია, რომ ლევან ყიფიანი ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოყოლილი: ჯერ თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს, შეშინებულია, დამნაშავეა, რაღაც ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას თუ კორუფციულ გარიგებაში... გუშინდელი განცხადებებისა და გაურკვეველი ჩანაწერების ფონზე უნდა მოვახერხოთ, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი ფორმა მიეცეს და არ იყოს ჭორაობის დონეზე. უნდა გავიგოთ, ვინ ჩადიოდა დანაშაულს, ვინ არის დამნაშავე და რეალურად რასთან გვაქვს საქმე. არსებული ინფორმაციები ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს, პირად შთაბეჭდილებებზე კი ვერაფერს ვიტყვი“, - თქვა დეპუტატმა.

ცნობისთვის, გუშინ ლევან ყიფიანმა საქალაქო სასამართლოში „ომეგას“ საქმეზე გამოქვეყნებული ჩანაწერების შესახებ დაკითხეს. მიცემული ჩვენების შემდეგ ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერები მან და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა დადგეს, რათა კომპანიის უცხოელი პარტნიორებისთვის ეჩვენებინათ. ყიფიანის თქმით, ოქუაშვილმა სთხოვა ამ აუდიოფირების ჩაწერა, რათა დაერწმუნებინა უცხოელი პარტნიორები, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებდა მასზე და მოხდებოდა იმ ვალდებულებების გადავადება, რომელიც პარტნიორებთან გააჩნდა.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი