უახლესი ამბები
- 10.12.2019 14:20ჩვენი ამოცანაა ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა - ეკა ბესელია
- 10.12.2019 14:20სკოლებში არდადეგები 30 დეკემბრიდან , თბილისის ბაღებში კი 31 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება
- 10.12.2019 14:20ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
- 10.12.2019 14:20ოჯახის წევრების ინფორმაციით, საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
- 10.12.2019 12:15ბოლნისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
- 10.12.2019 12:15“საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას `ქართული ოცნების` ხელში”
- 10.12.2019 12:15ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
- 10.12.2019 11:55საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 23 ფიზიკური პირი ამხილა, საიდანაც 11 პასუხისგებაში მისცეს
- 10.12.2019 11:55საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა
- 10.12.2019 10:15თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
არქივი
პოლიტიკა


მგონია, წასვლა უნდა და მიზეზად იგონებს - გიორგი გაჩეჩილაძე პრემიერის განცხადებაზე
„მგონია, წასვლა უნდა და ამას იმიზეზებს“, - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი გიორგი გაჩეჩილაძე (იგივე მომღერალი „უცნობი“) პრემიერ-მინისტრის განცხადებას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თუ დადასტურდება გაჩეჩილაძის ბრალდება, რომ მთავრობის წევრები კერძო კომპანიებთან კარტერულ გარიგეგებში არიან გარეული, ის თანამდებობას დატოვებს.
გაჩეჩილაძის თქმით, ის შოკირებულია პრემიერ-მინისტრის განცხადებით.
„არ მიჭირს ბოდიშის მოხდა, გამოვალ და საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. არც ხეჩიკაშვილზე არ მიჭირს ბოდიშის მოხდა და მით უმეტეს არც გიორგი კვირიკაშვილისთვის.
თუ მე მართალი აღმოვჩნდები, რატომ უნდა გადადგეს, მე არ მითხოვია ამ კაცისთვის, გადადექი-თქო. ეს რა ულტიმატუმების წაყენებაა, მე ვერ გავიგე?
დილიდან რომ დამირეკეს და მითხრეს, პრემიერმა ასეთი განცხადება გააკეთა, ლამისაა, შოკში ვარ.
თუ არის კარტერული გარიგებები, მე უნდა გავჩუმებულიყავი თუ გამოვსულიყავი?“, -თქვა გაჩეჩილაძემ გადაცემაში „დიანა ტრაპაიძის დღის ამბები“.
ბიზნესმენის განმარტებით, ტენდერებთან დაკავშირებით მან უკვე მიმართა კონკურენციის სააგენტოს. გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ასევე საჩივარი შეიტანა სასამართლოში.
გუშინ გიორგი გაჩეჩილაძემ ისაუბრა ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. მისი ინფორმაციით, „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლოდ წააგო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი.
მეორე საკითხი, რომელიც გაჩეჩილაძემ პრესკონფერენციაზე წამოაყენა, ეხება ერთი და იმავე კომპანიების მონაწილეობას ტენდერებში. მისი თქმით, ისინი კარტელს წარმოადგენენ და მათთანაა დაკავშირებული სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე სალაპარაკოდ პრემიერ-მინისტრთან მივიდა, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის მაგივრად მას პრემიერის თანაშემწე შეხვდა, რომელმაც სასამართლოში მიმართვა ურჩია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი ამოცანაა ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა - ეკა ბესელია
10 დეკემბერი, 2019 , 14:20
ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
10 დეკემბერი, 2019 , 14:20

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ
10 დეკემბერი, 2019 , 10:15

ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - გიორგი გახარია
9 დეკემბერი, 2019 , 17:05

ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - ივანე მაჭავარიანი
9 დეკემბერი, 2019 , 17:05

ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა - ივანე მაჭავარიანი
9 დეკემბერი, 2019 , 16:53