უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 თებერვალი, 2017 15:25
font-size

მიღებული დადგენილებით ჩვენ აღმოვფხვრით დესკრიმინაციას მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფის მიმართ - დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კერძო და საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტების გამმიჯნავი დადგენილების მიღების ერთ-ერთი მიზეზი იყო კერძო სადაზღვევო კომპანიების არათანაბარი მიდგომა მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფის მიმართ.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ეტაპის შემდეგ იყო გარდამავალი პერიოდი. დროდადრო ხდებოდა სადაზღვევო კომპანიათა ბენეფიციართა გადმოსვლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სხვადასხვა მიზეზის გამო. ისინი კარგავდნენ სამსახურს და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებულ პაკეტს. ეს იყო ცოცხალი პროცესი. ჩვენ ვიყავით შეთანხმებული, რომ მოხდებოდა მონაცემთა ბაზის განახლება, რომ ჩვენ შეგვძლებოდა სწორი ანალიზის გაკეთება. თითქოს ისინი თანახმა იყვნენ, მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო. აღმოჩნდა ისე, რომ ის ბენეფიციარები, რომლებიც კარგავდნენ კერძო სადაზღვევო კომპანიების მომსახურებას, ისინი სრულად ვერ გადმოდიოდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. მოხდა ისე, რომ 115 000 მოქალაქე დარჩა საბაზისო პაკეტის გარეშე და ისინი საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალურ პაკეტს ღებულობდნენ. ამავე დროს იყო ათეულობით ათასი ბენეფიციარი, რომელიც ღებულობდა ორმაგ დაზღვევას, და აქ იყო კერძო სადაზღვევო კომპანიების სარგებელი და სწორედ ამიტომ ვერ ეგუებიან იმ დადგენილებას, რომელიც მიჯნავს ბენეფიციარებს, რომლებიც კერძო პაკეტებით სარგებლობენ და ისინი ვერ გაწევრიანდებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“, - თქვა ხუნდაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ხუნდაძის თქმით, ახალი დადგენილება საყოველთაო პროგრამის ხარვეზებს გამოასწორებს.

„ჩვენი მიდგომაა, რომ გვქონდეს წვდომა მონაცემთა ბაზებზე, სწორი ანალიზი გავაკეთოთ, შევამციროთ რისკები და ხარჯებიც იყოს ეფექტური. ეს აისახება მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისების გაუმჯობესებაზე. და ასევე გვსურს, აღმოვფხვრათ დესკრიმინაცია მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფის მიმართ, რომ მათ ჰქონდეთ თანაბარი წვდომა მომსახურებაზე“, - თქვა ხუნდაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ბაზების განახლებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ახალ დადგენილებაზე საუბრისას, ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ის მიმართულია ადრეულ ეტაპზე დიაგნოზირებისა და მკურნალობის წახალისებისკენ. ასევე იგეგმება მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა.

რაც შეეხება კერძო სადაზღვევო კომპანიების მოთხოვნებს, ხუნდაძე მათ „უსაფუძვლოს“ უწოდებს.

„ვფიქრობ, რომ მათი [კერძო სადაზღვევო კომპანიები] მოთხოვნები უსაფუძვლოა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ჯანდაცვის კომიტეტში მათ წარადგინეს პრეზენტაცია, რომელიც გაუგებარი და სრულიად მიუღებელი იყო, ამიტომ სახელმწიფოს პირველი ვალდებულება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, მაგრამა აგრეთვე ჩვენ ხელს შევუწყობთ კერძო სადაზღვევო ინდუსტრიას, რომ კომპანიები ჯანსაღ კონკურენციაში მიიღონ მონაწილეობა“, - თქვა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის 73-ე დადგენილების თანახმად, კერძო სადაზღვევო პაკეტების კლიენტები ავტომატურად ეთიშებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. კერძო და საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მომხმარებელთა სია განისაზღვრება 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. თვითონ კანონი 2017 წლის 1 მარტს ამოქმედდება.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „წიგნების თარო” ონლაინ სკოლას ქმნის

10 აპრილი, 2020 , 16:06

საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და კომპანია „წიგნების თაროსთან“ პარტნიორობას იწყებს. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა, ამიტომ პარტნიორობის ფარგლებში, შეიქმნ

პატიმრებს დაახლოები ერთ კვირაში 15 წუთის ნაცვლად, 30 წუთი უფასო სასაუბრო დრო ექნებათ

10 აპრილი, 2020 , 15:35

პატიმრებისთვის 15-წუთიან სასაუბრო დროს დაემატება კიდევ ახალი პერსპექტივა, რომელიც ერთი კვირის ვადაში ტექნიკურად გაიმართება, ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დონაცია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის

„COVID-19-ის კრიზისი და როგორ შეგვიძლია რეაგირება ერთობლივად, როგორც სახელმწიფოს` - რეკომენდაციების დოკუმენტი მომზადდა

10 აპრილი, 2020 , 15:10

რეკომენდაციების დოკუმენტი - „COVID-19-ის კრიზისი და როგორ შეგვიძლია რეაგირება ერთობლივად, როგორც სახელმწიფოს" მომზადდა. ამის შესახებ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული. ასოცი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა

10 აპრილი, 2020 , 15:10

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარების შესაბამისად, 112-ზე იზრდება ზარების რაოდენობა, რომელთა გადამისამართება ოჯახის ან სოფლის ექიმთან ხორციელდება. ტელემედიცინის მომსახურების გაძლიერებასა და COVID-19-თან ბრძ

დაბადებასა და გარდაცვალებასთან, ასევე, აპოსტილთან დაკავშირებული სერვისების გაცემა განახლდა

10 აპრილი, 2020 , 13:00

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიდევ რამდენიმე სერვისის გაცემა განაახლა. დღეიდან სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვ

უმძიმესი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს - ლევან რატიანი

10 აპრილი, 2020 , 12:35

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს პაციენტი გაეწერება, რომელსაც COVID19-ის ინფექცია მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან ჰქონდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. „იცით, რომ ჩვენს კლინიკა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`