უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 ივნისი, 2019 17:40
font-size

მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა კომპანია თანაბარ პირობებში ჩადგება - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა კომპანია ჩადგება თანაბარ პირობებში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, უკავშირდება კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

„ჩვენი მთავრობის პოლიტიკა, როგორც საგადასახადო პოლიტიკის, ისე სტრუქტურული რეფორმების ნაწილში, უკვე წლებია ემსახურება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ყველა ბიზნესსუბიექტისთვის. დღემდე არსებული რეგულაციით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ნაწილში 217 მსხვილი კომპანია სარგებლობდა პრეფერენციული პირობით. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადა, მათთვის განსაზღვრული იყო 30 დღის ვადით. მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომპანიებიც ჩადგებიან თანაბარ პირობებში საშუალო და მცირე ბიზნესთან. ასევე, მნიშნელოვანია, რომ გვაქვს ვალდებულება, ჩვენი საბაჟო პროცედურები და საბაჟო რეგულაციები ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ბიზნესსუბიექტებს, ვისაც შეეხოთ აღნიშნული რეგულაციის ცვლილება, მიეცათ გონივრული ვადა ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არა აქციზური საქონლის იმპორტიორებს ეს ვადა განესაზღვრათ 30 დღით, ხოლო აქციზური საქონლის იმპორტიორებს 10 დღის ვადით.

აღნიშნულ კომენტარს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, კომპანიების ე.წ.ოქროს სია გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა, 30 დღის ნაცვლად, 5 დღეში მოუწევს.

ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება და ამ პრობლემაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა მიუღებელია - მამუკა ბახტაძე

16 აგვისტო, 2019 , 17:53

ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება და მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მცდელობა, პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პრობლემაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის შემოსავლების შემცირებას

ჩემი რჩევა იქნებოდა, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ რთული გამოწვევის წინაშე - ელიზაბეთ რუდი

16 აგვისტო, 2019 , 16:48

სოფელ გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. როგორც ელი

„ამის ხელისუფლებაში დაბრუნება როგორ შეიძლება“ - თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

16 აგვისტო, 2019 , 16:20

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აკრიტიკებს, სადაც აგვისტოს ომზე საუბრობს.  “ვერ ხვდება რომ ზურგის ქარი აქვს ამ თემას მის სასარგებლოდ.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გუგუტიანთკარში მცხოვრებ მოქალაქეებს, აღმოვუჩინოთ დახმარება - მამუკა ბახტაძე

16 აგვისტო, 2019 , 16:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყუილს და დეზინფორმაცაიას უწოდებს განცხადებებს, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ ბორდერიზაციის პროცესისი განახლების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან. როგორც მთავრობის

იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას - ტადაჰარუ უეჰარა

16 აგვისტო, 2019 , 15:16

იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას - ოჯახების გაყოფა ძალიან სერიოზული პრობლემაა, - ამის შესახებ გუგუტიანკარში ჩასულმა იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ განაცხადა. “მართლაც

ეს უნდა შეჩერდეს - დიდი ბრიტანეთისა ელჩი საქართველოში

15 აგვისტო, 2019 , 17:40

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი გუგუტიანთკარში შექმნილ ვითარებას ეხმაურება, სადაც რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართების უკანონო გ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს