უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
- 17.04.2024 12:14პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი
არქივი
საზოგადოება
`მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები` - ფინანსური განათლების პროგრამა აგრომეწარმეებისათვის
აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა და სპეციალურად ფერმერებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო - "მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები" შეიმუშავა.
აღნიშნული პროექტი "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამასთან (EFშE/DF) თანამშრომლობითა და "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" (სიდა) ჩართულობით განხორციელდა.
პროგრამის ფარგლებში, 21-22 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ ბანკში, სიდა-ს ექსპერტები აგრობიზნესის სფეროს კონსულტანტებისა და ტრენერებისთვის ფინანსური ცნობიერების ასამაღლებელ ტრენინგებს ჩაატარებენ, რომელიც შემდგომში მონაწილეთა მიერ ფერმერებისთვის გაწეული კონსულტაციებისა და ჩატარებული ტრენინგების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
ასევე, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს აგრო სექტორში მოღვაწე მეწარმეებს მათი ბიზნესსაჭიროებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეარჩიონ ყველაზე შესაფერისი საფინანსო პროდუქტი და მიიღონ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები. პროგრამის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო და ტრენინგ-მოდული, რომელიც თავის მხრივ გზამკვლევს და ტრენერებისთვის და აგრომეწარმეთათვის განკუთვნილ პრეზენტაციას მოიცავს, სწორედ აგრობიზნესის საჭიროებებს პასუხობს. პროგრამა მარტივი ენითაა შედგენილი და გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით, რჩევებითა და ნიმუშებით, რათა მეწარმემ ადვილად შეძლოს თეორიული უნარების პრაქტიკაში გამოყენება.
გარდა ამისა, მეწარმეს საშუალება მიეცემა დამოუკიდებლად განსაზღვროს ბიზნესის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი საჭიროებები, გაერკვეს საკუთარ უფლებებსა და პასუხიმსგებლობებში. ტრენინგის შედეგად მეწარმე ისწავლის, თუ როგორ გაზარდოს საკუთარი ბიზნესის კონკურენტუნარიანობა ენერგოეფექტური ინვესტიციებით, შეიტყობს აგროდაზღვევის მნიშვნელობისა და შესაძლებლობების შესახებ.
"ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აგრომეწარმეების ფინანსურ განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბაზარზე შემოთავაზებული ფინანსური პროდუქტების და მომსახურების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ასევე, შესაბამისი ცოდნის ნაკლებობის პირობებში, ნებისმიერი მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით კი მეწარმეებისთვის, გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, მეწარმეებისთვის, ისევე, როგორც სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს რიგით მეორე კომპლექსური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც EFშE/DF-თან თანამშრომლობით მეწარმეებისთვის შევიმუშავეთ. გვსურს მადლობა გადავუხადოთ EFშE/DF-ის განვითარების პროგრამას, რომელიც ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია; ასევე, სამოქალაქო განვითარების სააგენტო სიდა-ს, რომელიც მნიშვნელოვან ექსპერტულ მხარდაჭერას უწევს ეროვნულ ბანკს", - განაცხადა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.
„მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების მიზნით შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბება EFშE-ს განვითარების პროგრამის ერთ ერთი მთავარი მიზანია და ამ მიმართულებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ფინანსური განათლება და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები მეწარმეების წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა და ჩვენ ვამაყობთ, რომ კვლავაც გავერთიანდით სებ-თან იმისათვის, რომ მეწარმეები ისეთი ინსტრუმენტებით უზრუნველვყოთ, რომლებიც აუცილებელია მათი ბიზნესის წარმატებისათვის", - განაცხადა EFშE-ს განვითარების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკუს აშენდორფმა.
ფერმერებისათვის განვითარებული პრაქტიკული სახელმძღვანელო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია და მისი ჩამოტვირთვა ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი: ჰტტპს://წწწ.ნბგ.გოვ.გე/ინდეხ.პჰპ?მ=749
NS