უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

12 აგვისტო, 2020 12:25
font-size

მიხეილ ჩხენკელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს გურიაში ვესტუმრე სოფელ ბახვის საჯარო სკოლას, რომლის სრული რეაბილიტაცია ჩვენი სამინისტროს მიერ მიმდინარეობს. ეს გახლავთ ისტორიული სკოლა, რომელსაც არაერთი მამულიშვილი ჰყავს აღზრდილი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან განახლებულ შენობაში, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი მათი სწავლისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ანალოგიური პროექტები – სკოლების რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა – მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, რადგანაც ჩვენს ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია“.

სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს სკოლის შენობის სრულ განახლებას – შენობის გადახურვას, ეზოს შემოღობვას, გათბობის სისტემის დამონტაჟებას, საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზის, დერეფნების შეკეთებასა და სველი წერტილების მოწყობას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განახლების პროცესი ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.

სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ჯამური ღირებულება 1 125 818 ლარს შეადგენს.

სოფ. ბახვის სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს. ახლანდელი შენობა 1934 წელს აშენდა და იგი 700 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 120 მოსწავლე სწავლობს.

აჭარის რეგიონში ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, რესტორნები იმუშავებს 22:00 საათამდე, ასევე, გარკვეული დროით მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ნათია მეზვრიშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 16:10

აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშ

კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა

24 სექტემბერი, 2020 , 12:45

კორონავირუსის დღეს დადასტურებული 259 შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში ბოლო 24 საათში 4 000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი ჩატარდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის რეგიონის რვა

ჩვენი სახელმწიფო პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ათობით ახალი საოჯახო მარანი აშენდა - ლევან დავითაშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 11:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის მარნის გახსნას დაე

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას უფლებამოსილება დროებით შეუჩერდეს

23 სექტემბერი, 2020 , 14:40

„ევროპული საქართველო“ ითხოვს, ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას, დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება. „ევროპული საქართველოს“ წევრის ბესიკ დონაძის თქმით, ზუგდიდის მერი, ამავდროულად, არის „ქართული ოცნ

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო

23 სექტემბერი, 2020 , 11:55

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო. ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სასელექციო მასალად იყენებენ და რომელიც დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სა

ახლა აჭარაში ვირუსის მართვაში ჩართულია 8 კლინიკა. გვყავს ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული - თორნიკე რიჟვაძე

21 სექტემბერი, 2020 , 14:55

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის შეხვედრა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრის შემდეგ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაჯამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.