უახლესი ამბები
- 05.12.2019 17:45ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს - ნათია თურნავა
- 05.12.2019 17:38ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა
- 05.12.2019 17:30პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა
- 05.12.2019 17:301 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9573 ლარი გახდა
- 05.12.2019 16:00ნიკა გვარამია სუს-შია დაბარებული
- 05.12.2019 15:40აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით - ელიზაბეთ რუდი
- 05.12.2019 15:40მეუღლის მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 05.12.2019 15:20პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 6 ობიექტი გაიყიდა და 8 მლნ ლარზე მეტი შემოვიდა - ნათია თურნავა
- 05.12.2019 14:40მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ - ნათია თურნავა
- 05.12.2019 14:40არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება, რომ მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა - ირაკლი ჩიქოვანი
არქივი
საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციის პროცესს გაეცნო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“, სადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი რეგისტრაციის პროცესს გაეცნო, მომავალ სტუდენტებს შეხვდა და სასწავლო გარემო დაათვალიერა.
კოლეჯის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიაც გაიმართა - წელს პირველად, სპეციალური მანტია მოირგო 5 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი, სტილისტი და მზარეული) 60-მა კურსდამთავრებულმა.
საგაზაფხულო მიღებას კოლეჯი „მერმისი“ 4 მიმართულებით (აგრარული, ხელოვნება, ინჟინერია და მიმართულებათაშორისო დარგები ან სპეციალობები), 9 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ახორციელებს. ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს შრომის ბაზარზე მოთხოვნად სასურველ პროფესიას და დასაქმდეს.
პროფესიული კოლეჯი „მერმისი“ 2012 წლიდან ფუნქციონირებს და ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც განათლებას ყოველწლიურად 1000-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება. კოლეჯი ახორციელებს 5 მიმართულებით (აგრარული, ბიზნესის ადმინისტრირება, ხელოვნება, ინჟინერია და მიმართულებათაშორისო დარგები ან სპეციალობები) 34 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის 20 მოდულურ და 1 სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით „კულინარიის ხელოვნებას“.
კოლეჯის მთავარი მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა. კოლეჯს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული 300-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციასთან. კურსდამთავრებულების უმრავლესობაც სწავლის დასრულებისთანავე ისეთ ცნობილ კომპანიებში დასაქმდა, როგორიცაა „ევროტექსი“, „ნიკორა“, „თოლია“, „ელიტ სერვისი“, რესტორანი „მთაწმინდა“, „წისქვილი ჯგუფი“ და სხვ.
საკვანძო სიტყვები:
მოსწავლეები CERN-ში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ
5 დეკემბერი, 2019 , 14:40

რეგიონებში ორგანიზებული ძალადობის ავტორი ლაშა ნაცვლიშვილია - 400 ათასი კონტრაქციებისათვის
5 დეკემბერი, 2019 , 13:10

Mastercard-ის დაუჯერებელი მოგზაურობის ისტორია
5 დეკემბერი, 2019 , 13:00

გიორგის სიცოცხლისთვის!
5 დეკემბერი, 2019 , 11:25

ვარკეთილის მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა
4 დეკემბერი, 2019 , 18:04
სტრასბურგში ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა
4 დეკემბერი, 2019 , 17:50