უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ივლისი, 2020 12:00
font-size

მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა შედგა, რომლის მთავარი მიზანი იყო გასულ წლებში ასოციაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის ერთგვარი შეჯამება/ანალიზი და სამომავლო გეგმების განსაზღვრა.
შეხვედრას ცენტრის კურსამთავრებულებთან ერთად ესწრებოდნენ: საბჭოს თავმჯდომარე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი; საბჭოს წევრები: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე, "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია"-ს დირექტორი ნინა კობახიძე და საკონსულტაციო კომპანია "ჯეპრას" პარტნიორი სოსო გალუმაშვილი.

სამუშაო შეხვედრაზე მრჩეველთა საბჭოს წევრებმა განიხილეს ასოციაციის ქსელის გაფართოებისა და ინსტიტუციური განვითარების საკითხები და კურსდამთავრებულთათვის კონკრეტული საპროექტო შესაძლებლობები, განსაზღვრეს მცირე საგრანტო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, ისაუბრეს, ფართო საზოგადოებისთვის, ასოციაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაზე.

„განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია“ 2018 წელს ჩამოყალიბდა. იმავე წელს შეიქმნა ასოციაციის „მრჩეველთა საბჭო'', რომლის წევრები არიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ასოციაციის მიზნებია: კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნა და გაძლიერება; ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და კონსულტაციების განხორციელება; საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.

ავიაკომპანია „ლოტი“ ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

7 აგვისტო, 2020 , 15:55

პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება: 14 აგვისტო, ვარშავა – თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 2

გერმანიამ საქართველოს 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა

7 აგვისტო, 2020 , 15:35

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად ახალი პროგრამა "საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება" შეიმუშავა და ქვეყანას

ბენზინის 252 სინჯიდან დადგენილ ნორმებს მხოლოდ ერთი ნიმუში ვერ აკმაყოფილებს

7 აგვისტო, 2020 , 12:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის მაისში, საქართველოს მასშტაბით, 251 ავტოგასამართი სადგურიდან 252 ერთეული რეგულარის მარკის ბენზინის სა

I ქვეითი ბრიგადის მე -11 ბატალიონი GDRP წინამოსამზადებელ წვრთნებს გადის

7 აგვისტო, 2020 , 12:45

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელ ფაზაში იმყოფება. როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის უწ

ჩემთვის ბათუმი და შავი ზღვა სიხარულია - ქეთი მელუა

7 აგვისტო, 2020 , 12:45

პოპულარული ქართველი მომღერალი ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს. მომღერლის ახალი სიმღერებისთვის ვიდეოგადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში ხუთი დღ

კოლეჯ „მერმისში“ ღია კარის დღე გაიმართა

7 აგვისტო, 2020 , 12:45

პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. კოლეჯის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია კოლეჯის პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე